ერთხელ მეგობარმა დამისვა პროვოკაციული შეკითხვა: „რომ შეგეძლოს მხოლოდ ერთი კერძის ჭამა მთელი ცხოვრების მანძილზე, რა იქნებოდა ის?" გულწრფელად ვუპასუხე, რომ სიამოვნებით ავირჩევდი პიცას. მან კი სალათა აირჩია. მაშინ გამიკვირდა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ მარტივი სალათაც კი შეიძლება იყოს ბრწყინვალე სადილი. ახალი წელი ახლოვდება, არავის სურს ზედმეტი კილოგრამების გამო დარდი. ამიტომ გირჩევთ თავად მოამზადოთ ცილოვანი სალათა და ნახავთ, რომ უარის თქმა სადღესასწაულო სუფრაზე არაფერზე მოგიწევთ.
ცილოვანი სალათა არის ისეთი საკვები, რომელიც შეიძლება მიირთვათ ნებისმიერ დროს, მაგრამ ეს არ არის ის სალათა, რომელსაც გულუხვად ვაზავებთ ცხიმიანი მაიონეზით. არა, კარგად შერჩეული ინგრედიენტები არა მხოლოდ გვანაყრებს და მოაქვს სიამოვნება, არამედ ხელს უწყობს სასურველი ფორმების შენარჩუნებასაც. ორგანიზმი მეტ ძალისხმევას ხარჯავს ცილოვანი საკვების მონელებისთვის. მოხარშული კვერცხი, თინუსი და ქათმის მკერდი შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ცილოვანი ინგრედიენტები. სწრაფი სალათებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი დაკონსერვებული ბოსტნეული: ლობიო, სიმინდი, ბარდა… და სეზონური ბოსტნეული.
თინუსის სალათა
ამ რეცეპტით მომზადებული 100 გრამი სალათა შეიცავს 100 კალორიას. მისი მომზადება ძალიან მარტივია:
ინგრედიენტები
100 გრ ჩინური კომბოსტო
80 გრ ბარდა (დაკონსერვებული)
100 გრ თინუსი (დაკონსერვებული)
40 გრ მყარი ყველი
50 გრ იოგურტი
2 კვერცხი
მარილი გემოვნებით
მომზადება
მოხარშეთ კვერცხები და დაჭერით კუბებად. ჩინური კომბოსტო დაჭერით წვრილად. ღრმა თასში აურიეთ კომბოსტო, დაკონსერვებული ბარდა და გახეხილი ყველი. თინუსი გააცალკევეთ წვენისგან და მოათავსეთ თასში. კარგად აურიეთ და სურვილისამებრ დაამატეთ მარილი და პილპილი.
ქათმის სალათა ლობიოთი
ამ სალათის 100 გრამი 80 კალორიას შეიცავს და მოხარშულ წიწიბურაზე უკეთ დაგანაყრებთ. ეს ყველაფერი პროტეინის მაღალი შემცველობის წყალობით: ქათმის ფილე და ლობიო დუეტში საუკეთესო არჩევანია.
ინგრედიენტები
120 გრ მოხარშული ქათმის ფილე
80 გრ დაკონსერვებული ლობიო
60 გრ კარტოფილი
2 კიტრი
50 გრ თეთრი იოგურტი
1 ჩ.კ. მდოგვი
მომზადება
მოხარშეთ კარტოფილი და ქათმის ფილე. ახალი კიტრი დაჭერით ზოლებად. დატოვეთ რამდენიმე ნაჭერი დეკორაციისთვის.
მოამზადეთ სოუსი: შეურიეთ თეთრი იოგურტი მდოგვს და მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
ქათმის ფილეს მოასხით 2 ს.კ. სოუსი, მოაყარეთ სალათის 1 ფენა, შემდეგ - ლობიოს, კარტოფილის და კიტრის ფენა. სალათის თითოეული ფენა სოუსით დაასველეთ. ზემოდან კი სალათა მორთეთ დაჭრილი კიტრის ნაჭრებით.
ცილოვანი სალათის ვეგეტარიანული ვერსია
მათთვის, ვინც არ ჭამს ხორცს, საუკეთესო გამოსავალი ავოკადოა. ამ რეცეპტით მომზადებულ 100 გრამ სალათში 90 კალორიაა.
ინგრედიენტები
80 გრ ჩინური კომბოსტო
150 გრ პომიდორი
50 გრ წიწილა
20 გრ მყარი ყველი
2 ს.კ. ბალზამიკოს სოუსი
მომზადება
პომიდორი დავჭრათ კუბებად. დავჭრათ კომბოსტო, ყველი და ავოკადო სასურველი ზომის ნაჭრებად. ავურიოთ ყველა ინგრედიენტი და მოვასხათ ბალზამიკოს სოუსი.
კრაბის სალათა
მსუბუქი და გემრიელი სალათა, რომელიც სამჯერ უფრო ნაკლებად კალორიული იქნება, ვიდრე მისი მაიონეზით მომზადების შემთხვევაში.
ინგრედიენტები
3 კვერცხი
3 კიტრი
300 გრ დაკონსერვებული სიმინდი
100 გრ თეთრი იოგურტი
50 გრ კრაბის ჩხირები
მომზადება
მოხარშეთ კვერცხები და დაჭერით კუბებად. იგივე გააკეთეთ კრაბის ჩხირების შემთხვევაშიც. კიტრი დაჭერით კუბებად და შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთ თასში: კიტრი, კვერცხი, კრაბის ჩხირები და შეაზავეთ თეთრი იოგურტით.
ბერძნული სალათა
მხოლოდ 67 კალორია 100 გრ-ზე! თუ ჯერ კიდევ არ გიყვართ ბერძნული სალათა, დროა, შეიყვაროთ.
ინგრედიენტები
1 ბულგარული წიწაკა
1 კიტრი
2 პომიდორი
40 გრ ზეთისხილი
1 ს.კ. ლიმონის წვენი
1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
მომზადება
პომიდორი, წიწაკა და კიტრი წვრილად დაჭერით. დაუმატეთ ზეთისხილი და მოასხით ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი. ზემოდან კი მოაყარეთ კუბებად დაჭრილი ყველის ნაჭრები.
სალათა სულაც არ ნიშნავს უგემურ საკვებს. პირიქით, როგორც ნახეთ, მისი საშუალებით შესაძლებელია დანაყრდეთ, ისიამოვნოთ და უარი თქვათ ზედმეტ კილოგრამებზე. გაგვიზიარეთ თქვენი საყვარელი სალათების რეცეპტები.