ტელესახე გვანცა დარასელია სოციალურ ქსელში აქტიურია და საკუთარ თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად აზიარებს.
ამჯერად გვანცა ვიდეოს შვილთან, ლილესთან ერთად აქვეყნებს და გამომწერებს კექსის რეცეპტს უზიარებს: „მშრალი და სველი ინგრედიენტები ცალ-ცალკე უნდა აურიოთ და შემდეგ გააერთიანოთ. კვერცხს და შაქარს ათქვეფთ, შემდეგ დაუმატებთ გამდნარ კარაქს და მაწონს. ასევე შეათქვეფთ დატეხილ შოკოლადს. ცალკე აურევთ ფქვილს, კაკაოს, ვანილს, სოდას და მარილს. შემდეგ ამ ორ მასას გააერთიანებთ. ჩაასხამტ ფორმაში და ზემოდან მოაყრით შოკოლადს. პატარა მაფინებს გამოაცხობთ 20 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. დიდი ზომის კექსს - 35-40 წუთის განმავლობაში“ -წერს გვანცა დარასელია.