ინგრედიენტები:
საქონლის ხორცი - 400 გრ.
შამპინიონები - 200 გრ.
სტაფილო - 1 ც.
ხახვი - 1 ც.
მოცარელა
ნიორი - 2 კბილი
პატარა გოგრა - 1 ც.
მარილი და პილპილი - გემოვნებით
სანელებლები - გემოვნებით
მწვანილი - დეკორაციისთვის.
მომზადების მეთოდი:
გოგრას მოაჭერით თავი და ამოიღეთ თესლი. შემდეგ შედგით ღუმელში 180°C-ზე, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში. შეგიძლიათ ზემოდან დააფაროთ ფოლგა.
სანამ გოგრის ქოთანი ღუმელში ცხვება, დაიწყეთ შიგთავსის მომზადება.
დაჭერით ხახვი, სტაფილო, სოკო და შეწვით ტაფაში.
კარგად გახურებულ ტაფაში ცალკე შეწვით საქონლის ხორცი. შემდეგ ხორცი ბოსტნეულს დაუმატეთ.
მზა გოგრას დაუმატეთ შიგთავსი და ზემოდან გახეხილი მოცარელა მოაყარეთ. ამის შემდეგ გოგრა ისევ შედგით ღუმელში 180°C-ზე, დაახლოებით, 50 წუთის განმავლობაში. ვისაც ყველი უყვარს, სუფრასთან მიტანამდეც შეუძლია დაუმატოს. სურვილისამებრ, შეგიძლიათ გოგრა მწვანილითა და სასურველი სანელებლებით გააფორმოთ.
