მოდელი და დიზაინერი თაკო ჩხეიძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. წლების წინ მისმა გარეგნობამ ბევრი ადამიანის გული მოიგო და დღეს მას უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. მოდელი მათთან კომუნიკაციას სოციალური ქსელის საშუალებით ახერხებს.
ამჯერად თაკო ჩხეიძე გამომწერებს უგემრიელესი ქადების ვიდეორეცეპტს სთავაზობს:
ინგრედიენტები:
ცომი:
კარაქი - 300 გრ
ფქვილი - 4 ჭიქა
მაწონი - 1 ქილა
სოდა, ძმარი
გული:
ფქვილი - 1 ჭიქა
შაქარი - 1.5 ჭიქა
კარაქი - 100 გრ
ვანილი
მომზადება:
ცომსაც და გულსაც გავყოფთ ოთხად. გადაგრეხილ მასას სანამ დაჭრით, წაუსვით კვერცხი. ვაცხობთ 150 გრადუსზე, 10-15 წუთით“ - წერს მოდელი.