იმისთვის, რომ ეს მარტივი და უგემრიელესი დესერტი მოამზადოთ, სულ სამი ინგრედიენტი დაგჭირდებათ, ცხობის დრო კი 90 წამია. დაბალკალორიული ტკბილეული განსაკუთრებით მოეწონებათ მათ, ვინც დიეტურად იკვებება და წონას აკონტროლებს. დესერტი იდეალური მათთვის, ვინც მხოლოდ ვეგანური პროდუქტებით იკვებება ან უარს ამბობს გლუტენზე.
ვანილისა და შვრიის დესერტი
ინგრედიენტები
40გრ ფაფა შვრია
2 ს/კ ნებისმიერი ვანილის იოგურტი
1 კვერცხი
მომზადება
ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ჭურჭელში და კარგად გადაურიეთ. შემდეგ გადაიტანეთ საცხობ ფორმაში და მიკროტალღურ ღუმელში აცხვეთ 90 წამის განმავლობაში. გააფორმეთ დარჩენილი იოგურტით ან ვანილის ფხვნილით და გემრიელად მიირთვით.