რა დავახვედროთ კურდღელს? - ანუ როგორ გავაწყოთ 2023 წლის საახალწლო სუფრა, რომ ხვავი და ბარაქა დაგვებედოს

რა დავახვედროთ კურდღელს? - ანუ როგორ გავაწყოთ 2023 წლის საახალწლო სუფრა, რომ ხვავი და ბარაქა დაგვებედოს
2023 წელი ჩინური ასტროლოგიის მიხედვით კურდღლის წელია. როგორც ასტროლოგები ამბობენ, კურდღელი ბედნიერ და წარმატებულ წელს გვპირდება. იგი ბუნებით მოსიყვარულე, მზრუნველი და მეოჯახეა. აქედან გამომდინარე, გირჩევთ ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს სახლში, ოჯახის წევრებთან მყუდრო და თბილ გარემოში შეხვდეთ.

გაითვალისწინეთ, რომ წელს კერძების სახლის პირობებში მომზადებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სადღესასწაულო სუფრით უნდა გავახაროთ არა მხოლოდ მომავალი წლის სიმბოლო, არამედ ღირსეულად უნდა გავაცილოთ ვეფხვი, რათა შვინარჩუნოთ მისი კეთილგანწყობა.

მენიუს შედგენის მთავარი წერსია - არ დავდოთ მაგიდაზე კურდღლის ხორცისგან
მომზადებული კერძები, რათა ამ წლის სიმბოლო არ გავანაწყენოთ შემდეგი 365 დღის განმავლობაში.

ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ რომელი კერძებისგან უნდა შევადგინოთ ჩვენი საახალწლო სუფრა

ხორცი

მიუხედავად იმისა, რომ კურდღელი ბალახისმჭამელია, 2022 წლის სიმბოლოდან გამომდინარე, ხორცი მაინც ერთ-ერთ მთავარ ადგილს დაიკავებს ჩვენს სუფრაზე. შეგვიძლია მოვამზადოთ ფრინველის, ღორის, ცხვრისა და თევზისგან შემდგარი კერძები ტკბილი და მჟავე სოუსით. სასურველია თევზი და ქათამი სუფრაზე მთლიანი სახით იყოს წარმოდგენილი.

ბოსტნეული

ვინაიდან კურდღელი ვეგეტარიანელია, სადღესასწაულო მენიუს ძირითადი ნაწილი უნდა შედგებოდეს ბოსტნეულისგან, ხილისა და მწვანილისგან მომზადებული კერძებისგან. სუფრაზე მისი უხვად გამოყენება დაგვეხმარება კურდღლის კეთილგანწყობის მოპოვებაში. ბოსტნეული შეგვიძლია გამოვიყენოთ სალათებში, აპეტაიზერებსა თუ ცხელ კერძებში. გაითვალისწინეთ, სუფრაზე განსაკუთრებული ადგილი უნდა მიუჩინოთ კომბოსტოსა და სტაფილოს.

თუკი კლასიკას არ ღალატობთ, "ოლივიე" თქვენს სუფრაზე კვლავ საპატიო ადგილს დაიკავებს, ხოლო, თუკი ეს საბჭოთა სალათა მოგბეზრდათ და რამე ახალი გინდათ, ჩვენს საიტზე სალათების რეცეპტები შეგიძლიათ გადაათვალიეროთ.

წაიკითხეთ სრულად
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28
e87a93