კუჭმაჭი მეგრულად
კუჭმაჭი მეგრულად
კუჭმაჭს ყველა დიასახლისი თავისებურად ამზადებს. ამჯერად ქალბატონ მედეა თორიას რეცეპტს გთავაზობთ, რომელიც განსაკუთრებით ცხარე კერძების მოყვარულებს დააინტერესებთ.

ამ კერძის მომზადების მთავარი სირთულე მის შეზავებაშია. საბოლოო ჯამში, თავად უნდა განვსაზღვროთ სანელებლის რაოდენობა, რომელსაც მოხარშულ გულ-ღვიძლს შევურევთ.

საჭირო მასალა


1 კგ საქონლის გული, ღვიძლი, ფილტვი და ფაშვი
6-8 თავი ხახვი
მარილი და კუჭმაჭის სანელებელი - გემოვნებით
ქინძი და ბროწეული - ზემოდან მოსაყრელად

სანელებლისთვის

1-2 ცალი წიწაკა (წითელი, გამშრალი)
1 ს.კ. ქინძი (დასაფქვავი)
2 ს.კ. უცხო სუნელი
0,5 ჩ.კ. ქონდარი
5-8 კბილი ნიორი
1-2 ს.კ. მარილი

მომზადება

შიგნეული გავრეცხოთ ძალიან კარგად, მოვათავსოთ დიდ ქვაბში, დავასხათ წყალი. შესაძლოა, წყლის ნაცვლად ცოტა ღვინო გამოვიყენოთ და ცეცხლზე შემოვდგათ. რომ მოიხარშება (ხარშვის დროს მოქაფვა აუცილებელია!), გადმოვიღებთ და შეგრილებას ვაცლით.

მერე უნდა მოვიმარჯვოთ მჭრელი დანები და მოხარშული შიგნეულობა დავკუწოთ ან სასურველ ზომაზე დავჭრათ.

წინასწარ მზადდება სანელებელი (სუნელი) - წიწაკას გამოვაცალოთ თესლი და 30 წუთით ჩავყაროთ ანადუღარ და გაცივებულ წყალში, გადავწუროთ, დავუმატოთ ნიორი, მარილი და დავნაყოთ კარგად. მიღებულ მასას დავუმატოთ ქინძი, უცხო სუნელი, ქონდარი და ისევ დავნაყოთ. უნდა მივიღოთ პლასტილინის კონსისტენციის მასა. (შეიძლება ოდნავ სითხეც მოიყენოს).

ამ წესით, ოღონდ ქონდრის გარეშე, მომზადებული აჯიკა შეგვიძლია ნებისმიერი ხორციანი კერძისთვის გამოვიყენოთ. ინახება მინის ქილაში დიდი ხნით. ამ სანელებლით შევაზავებთ კუჭმაჭის გამზადებულ მასალას - გულმოდგინედ და დინჯად, რადგან სუნელი ხორცის ყველა ნაწილს უნდა მოხვდეს.

ღრმა და სქელძირიან ქვაბში ავადუღებთ ქონს ან კარაქს, ჩავყრით შიგ ალყა-ალყა დაჭრილ ხახვს. როცა გაოქროსფრდება, ჩავუმატებთ ღვინოს, გამზადებულ ხორცის მასას, მოვურევთ და ქვაბის თავსახურს მჭიდროდ დავაფარებთ (ცეცხლი შეძლებისდაგვარად დაბალი უნდა იყოს). კარგად რომ გაცხელდება, მზადაა. მზა კერძს მოვაყრით წვრილად დაჭრილ ქინძს და ბროწეულს.

კულინარიული ჟურნალი "გემრიელი"
(გამოდის თვის დასაწყისში)
კომენტარები (7)
სიმარტლეა ეს
ყველა მოძალადე სიკვდილის ღირსია,მითუმეტეს თუ პატიოსან ადამიანზე ძალადობს.კვერცხებში უნდა უტავაზო წიხლი და აღარასოდეს ეხსომება რომ ქალები არსებობენ.
ლიანა
უცბად რიმ არ გაიყინოს, ამიტომაა აუცილებელი ღვინოში მოხარშვა
სოლა
უგემრიელესია გაიხარეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
ქეთი
მართლაც უგემრიელესი იქნებააა ..... მიყვარს მეგრული კერძები ...
თათული
უფ.გაიხარეთ.თან როგორ უხდება სიმწარე და სანელებლებიც.
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
რასთან ერთად არ უნდა ჭამოთ ყველი: 4 საშიში დუეტი
12:50 / 18-11-2017
ქართული სუფრა ყველის გარეშე წარმოუდგენელია.
როგორ ვიკვებოთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
11:51 / 18-11-2017
ასტროლოგია ადამიანების ფსიქოტოპის შესწავლასთან ერთად მათ ფიზიოლოგიურ და ბიოლოგიურ განვითარებსაც სწავლობს.
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვესტუმროთ კაფე "პიატოს"
13:16 / 17-11-2017
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვესტუმროთ კაფე "პიატოს"
სინამდვილეში რამდენ ხანს უნდა ხარშოთ და როგორ უნდა შეინახოთ ნახევარფაბრიკატები?
12:42 / 15-11-2017
როცა ძალიან გვეჩქარება და ვერ ვასწრებთ შინ მომზადებას, ნახევარფაბრიკატები კარგი გამოსავალია.
სამი მარტივი ბუტერბროდი იდეალური საუზმისთვის „ნიკორასგან“
11:33 / 15-11-2017
რომელი სახეობის ძეხვს რომელი პური უფრო უხდება.
შოკოლადის კექსი ალუბლის ჯემით
11:18 / 13-11-2017
ამ რეცეპტით მომზადებული კექსის გემოს ვერასოდეს დაივიწყებთ.
10 პოპულარული კერძი, რომელიც უბრალო ადამიანებმა მოიგონეს
12:56 / 11-11-2017
ყველაზე გემრიელი და პოპულარული კერძები ჩვეულებრივმა ადამიანებმა მოიგონეს და არა მარტო დიასახლისებმა, როგორც ეს ბევრს ჰგონია.
”გამასინჯე” - ოჯახში დამზადებული კერძების შეკვეთა და ჯანსაღი კვების სრულიად ახალი შესაძლებლობა
13:18 / 09-11-2017
დასაქმებული ადამიანისთვის მოწესრიგებული და ჯანსაღი კვების რეჟიმი ის საკითხებია, რომლებიც მას ძალიან აწუხებს, თუმცა მის დაცვას, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, იშვიათად თუ ახერხებს.
რომელი მწვანილი რომელ კერძს უხდება (+ვიდეო)
12:50 / 09-11-2017
თუ კერძის გაკეთება გადაწყვიტეთ და არ იცით, რომელი მწვანილი უხდება, გაეცანით 10 სახეობის მწვანილს...
წაბლის გაფცქვნა გეზარებათ? - 3 უმარტივესი მეთოდი
11:20 / 08-11-2017
წაბლი შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მეტად პოპულარული პროდუქტია.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30