ყველი სასარგებლო და გემრიელი პროდუქტია, მაგრამ ის, რასაც ახლა მის შესახებ წაიკითხავთ, სასიამოვნოდ გაგაოცებთ.
ყველის ჭამასაც თავისი დრო აქვს: საუზმეზე (9-დან 10 საათამდე) ყველი ”ოქროა”. მას მაქსიმალურად შეირგებს ორგანიზმი; 10-დან 12 საათამდე ყველი უკვე ”ვერცხლია”; 12-დან 16 საათამდე - ”ბრინჯაო”.
ყველი დიდი რაოდენობით შეიცავს ცილას, ამინომჟავებს, ადვილად ათვისებად კალციუმს, აგრეთვე - "ა", "დე", "ე" და "ბე" ჯგუფის ვიტამინებს.
ამერიკელმა მეცნიერებმა კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ყველი სხვა რძის პროდუქტებზე - რძე, მაწონი, იოგურტი - გაცილებით სასარგებლოა კბილებისთვის და იცავს მათ კარიესისგან. აგრეთვე, აღადგენს პირის ღრუში მჟავა-ტუტოვან ბალანსს.
ყველი აუცილებლად უნდა იყოს ფეხმძიმე და მეძუძური ქალების რაციონში. აგრეთვე, სპორტსმენებისა და იმ ადამიანების რაციონში, ვინც ბევრ ენერგიას კარგავს. დიეტოლოგები ყველის ჭამას ურჩევენ ტუბერკულოზითა და დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს; აგრეთვე, მათ, ვისაც ღვიძლი და ნაღველი აწუხებს, ვისაც სისხლის ნაკლებობა და მოტეხილობა აქვს.
ყველი ის პროდუქტია, რომლის ჭამა ბავშვებისთვისაც აუცილებელი და სასარგებლოა და მოხუცებისთვისაც.
ყველის შესანახად საუკეთესო ადგილი მაცივარში ქვედა თაროა. ყველი აუცილებლად უნდა გადაახვიოთ პოლიეთილენის პარკში. მაცივრის ტემპერატურა კი 5-8 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს.
მდნარი და ძეხვის ფორმის ყველები დიდი რაოდენობით შეიცავს ცილას. აგრეთვე - ფოსფორს, კალციუმს, ამინომჟავებს, მაგრამ მათი ხშირი ჭამა, კონსერვანტების რაოდენობის გამო, მაინც არასასურველია.
დამტკიცებულია, რომ ყველაზე სასარგებლო ყველს ჰიმალაიში, იაკის რძისგან ამზადებენ. იაკის რძე გაცილებით მეტ ფოლიუმის მჟავას შეიცავს, ვიდრე ძროხის ან ცხვრის რძე. იაკის ყველი აუმჯობესებს გულის კუნთის მუშაობას და აფერხებს კიბოს უჯრედების გამრავლებას.