ყველაფერი ბევრად იმაზე მარტივადაა, ვიდრე თქვენ გგონიათ...
1. ბულიონის ფსკერიდან ქაფის ამოღება მარტივია - საჭიროა, უბრალოდ, ჩაასხათ მასში ცივი წყალი.
2. ქათმის ბულიონს არ უხდება არანაირი სანელებელი, გარდა სტაფილოსი და ხახვისა. მეტს ნურაფერს დაუმატებთ.
3. დაფნის ფოთოლი აუცილებლად ამოიღეთ ქვაბიდან, როგორც კი კერძი მზად იქნება. თუ მას შიგნით დატოვებთ, ის კერძს გემოს გაუფუჭებს.
4. ხორცი შეწვამდე 1-2 საათით ადრე დაამარინადეთ ძმრისა და ზეთის ნარევში. ასე შემწვარი ხორცი ბევრად რბილი და არომატული გამოვა.
5. სცადეთ იდეალური ფარშის მომზადება კატლეტებისთვის. გატარებულ ხორცში დაუმატეთ თანაბარი რაოდენობით წმინდად დაჭრილი უმი და ოდნავ მოხრაკული ხახვი და ცოტა უმი, გახეხილი კარტოფილი.
6. პირველი ორი წუთი კატლეტი მაღალ ცეცხლზე უნდა წვათ, რომ გაიკეთოს ფუფხი, რათა შიგნიდან არ გამოშრეს. შემდეგ დატოვეთ საშუალო ცეცხლზე და განაგრძეთ მისი შეწვა, გადააბრუნეთ და კვლავ მაღალ ცეცხლზე შეწვით. კატლეტები უგემრიელესი გამოვა.
7. გაამშრალეთ თევზი პირსახოცით და დაამარილეთ შეწვამდე 10-15 წუთით ადრე. ის შეწვისას არ დაიშლება და თანაბრად დაიბრაწება.
8. სოკო პიკანტურ გემოს მიანიჭებს ნებისმიერ კერძს, თუკი მას ძალიან წვრილად დაჭრით და კერძს დაუმატებთ.
9. იმისათვის, რომ უმი, გაფცქვნილი კარტოფილი არ გაშავდეს, მოასხით მას ცოტაოდენი რძე და აურიეთ.
10. მოხარშული კარტოფილი ბევრად გემრიელი გამოვა, თუკი წყალში ხარშვისას დაუმატებთ ერთ კოვზ ძმარს და ჩააგდებთ 2-3 კბილ ნიორსა და დაფნის ფოთოლს.
11. თუ გსურთ, რომ პიურე უფრო გემრიელი გამოვიდეს, მოხარშული კარტოფილი ხელით ჩაზილეთ და არ დააბლენდეროთ ან არ ათქვიფოთ მიქსერით.
12. მოხარშული, გაციებული და შემდეგ წვრილ სახეხზე გახეხილი კარტოფილი საოცარი ინგრედიენტია, რომელიც საფუვრიან ცომს რბილსა და ფუმფულას გახდის.
13. წაუსვით ტაფას ჯერ ზეთი, შემდეგ კი გაადნეთ ზედ კარაქი. ამ შემთხვევაში კარაქი არ დაიწვება.
14. ჩაარჭვეთ ცომში რამდენიმე მილისებური მაკარონი და ცომი ძალიან მალე აფუვდება.
15. კრემის სპეციალური ცოცხით ათქვეფისას, წერეთ რვიანები. კრემი ძალიან ჰაეროვანი გამოვა.
16. გასაბრტყელებელ ცომში დაუმატეთ ცოტაოდენი კონიაკი და ის მაშინვე ფხვიერ ცომად გადაიქცევა.
17. ლობიო ყოველთვის თავახდილ ქვაბში ხარშეთ - ამ შემთხვევაში ის არ გამუქდება.
18. თუ ტაფას ჯერ მარილს მოაყრით, შემდეგ გააცხელებთ და ზეთს მოასხამთ, ზეთი აღარ ამოიშხეფება.
19. კომბოსტოს სალათა უგემრიელესი გამოვა, თუკი მას ცოტაოდენ ფორთოხალს ან მანდარინს დაუმატებთ.
20. სალათას ზეთი მხოლოდ მას შემდეგ მოასხით, როცა მარილსა და სხვა სანელებლებს უკვე მოაყრით. ხოლო მაიონეზის სალათა სასიამოვნო არომატს მიიღებს, თუკი მასში ცოტა ხნით ლიმონის კანს ჩადებთ.
21. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ "ვინეგრეტს" დაუმატებთ ერთ სუფრის კოვზ რძეს და მოაყრით ჩაის კოვზ შაქარს, საოცარ სალათას მიიღებთ. მისი გემო არასოდეს დაგავიწყდებათ.
22. გარეცხეთ კვერცხის ნაჭუჭი და ჩადეთ ნებისმიერი ხორცის ბულიონში ხარშვისას. ასე წვნიანი გამჭვირვალე გამოვა.
23. ხახვის ფურცლის ნახარში შეგიძლიათ დაუმატოთ ნებისმიერ ბულიონს და მიანიჭოთ წვნიანს ხასხასა ფერი. ასევე გააჯერებთ კიდევ მეტი ვიტამინით.
24. ძველი ქათამი დიდხანს იხარშება, მაგრამ ხარშვის პროცესს დააჩქარებთ, თუკი 20-30 წუთი ხარშვის შემდეგ ქათამს 5-6 წუთით ცივ წყალში ჩადებთ.
25. თუ გსურთ, რომ თევზის შეწვისას სახლში სუნი არ დადგეს, რამდენიმე ნაჭერი კარტოფილი თევზთან ერთად შეწვით.
26. როცა კისელს ამზადებთ, წყალში გახსნილი სახამებელი ქვაბის ცენტრში კი არ ჩაუშვათ, არამედ ქვაბის კედლებთან რაც შეიძლება ახლოს. ასე კისელი ერთგვაროვანი გამოვა.