ახალი წელი რომ ბოლომდე "შეირგოთ" - კერძების სია, რომლებსაც ყველაზე მეტი ზიანი მოაქვს
ახალი წელი რომ ბოლომდე "შეირგოთ" - კერძების სია, რომლებსაც ყველაზე მეტი ზიანი მოაქვს
ყოველ წელს ახალი წლის ღამეს სასწრაფო დახმარების სამსახურში საკმაოდ ბევრი ზარი შედის. მოქალაქეები ხან სადღესასწაულო ტრავმების, ხანაც საკვებით მოწამვლის გამო რეკავენ.

ბევრი იფიქრებს, დღესასწაულთან სასწრაფო დახმარება რა მოსატანიაო, მაგრამ ვისაც ეს დასჭირდა, სულ სხვანაირად ფიქრობს. თქვენც გირჩევთ, რომ უსაფრთხოების წესები არც დღესასწაულზე დაივიწყოთ.

რჩევებს არც ექიმები იშურებენ. მათ შეადგინეს იმ კერძების სია, რომლებსაც მეტ-ნაკლებად ყველაზე მეტი ზიანი მოაქვს. ასევე, გვაფრთხილებენ, რომელი კერძების "არევა" არ ღირს ერთმანეთში.

ვქეიფობთ დილამდე

გულძმარვა, კუჭში სიმძიმის შეგრძნება, ზოგჯერ გულისრევა და მოწამვლა - ეს სიმპტომები ნებისმიერ სადღესასწაულო განწყობას ჩაგიშხამებთ. როგორც აღმოჩნდა, ახალი წლის ყველაზე დიდ მავნებლად ყოველ წელს ალკოჰოლური ინტოქსიკაცია სახელდება. რა შეიძლება მოვიმოქმედოთ, რომ სასმელი ნორმალურად შევირგოთ?

მთავარი შეცდომა, რასაც ხალხი ახალ წელს ალკოჰოლის სმის დროს უშვებს, სასმელების ერთმანეთში არევაა. უფრო სწორად, ალკოჰოლისა და გაზიანი სასმლის.

გაზიანი ბუშტუკები ალკოჰოლის სისხლში გადასვლის პროცესს აძლიერებს. ამის გამო უფრო მალე თვრებით, ნაბახუსევი კი უფრო ძლიერი გექნებათ.

სახიფათო მაიონეზი

რა არის საახალწლო სუფრა სალათა "ოლივიეს" გარეშე? მისი საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი გვაქვს, მაგრამ
You must have Flash Player installed in order to see this player.
ყოჩაღი ქართველი დიასახლისები ერთი სალათით არ ვკმაყოფილდებით და შედეგად, "ოლივიეს" გვერდს უმშვენებს კრაბის სალათა, ქათმის სალათა, თევზი მაიონეზში და ასე შემდეგ. ექიმები გვირჩევენ, რომ მაიონეზიანი სალათების ნაირფეროვნება შევზღუდოთ ან არაჟნითა და მცენარეული ზეთით ჩავანაცვლოთ.

მაიონეზით მოწამვლები საახალწლო პერიოდში საკმაოდ ხშირია, რადგან როგორც წესი, კერძები რამდენიმე დღით რჩება ჩვენს მაცივრებში. მაიონეზი საკმაოდ მალე ფუჭდება და ხშირად მოწამვლას იწვევს. მით უმეტეს, მავნებელია მაიონეზი, როცა მას ასევე ძნელად მოსანელებელ ნიგვზიან კერძებთან ერთად მიირთმევენ.

მაცდური შამპანური

დღესასწაული შამპანურის გარეშე წარმოუდგენელია. ეს სასმელი უკვე თავად არის დღესასწაული. სამაგიეროდ, "გულძმარვა" და შებერილობა მისი ლოგიკური დასასრულია. ამიტომ 2 ბოკალზე მეტს ნუ მიირთმევთ.

იხილეთ სრულად

კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
7 პროდუქტი, რომლებსაც გასტრიტის დამარცხება შეუძლია
16:31 / 18-08-2017
კვებას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ეს ახალი არ არის. არასწორი კვება იწვევს დაავადებებს, ისეთებს, როგორიცაა გასტრიტი. მწარე საკვები კი მწვავე გასტრიტის გამომწვევია. ასე რომ, ფრთხილად იყავით.
რომელია წყლის შემდეგ ყველაზე აუცილებელი სასმელი და რატომ არ უნდა უგულებელყოთ მისი მიღება
14:10 / 18-08-2017
ვის არ უყვარს კაკაო? არომატული, გემრიელი. აცტეკები მას ძვირფას სასმელს ეძახდნენ. რამდენი ჭიქა კაკაო უნდა დალიოთ დღეში და რა საშიშროება გელით, თუ მასზე უარს იტყვით.
რა გავაკეთოთ ვაშლატამასგან საზამთროდ - რა ეშლებათ დიასახლისებს
16:41 / 17-08-2017
რატომღაც ბევრ დიასახლისს ჰგონია, რომ ვაშლატამა მხოლოდ სეზონური საკვებია და მისგან ზამთრის მარაგი არ მზადდება.
ექიმის რჩევით ამ სასარგებლო ნაზავს მივირთმევ და შედეგი მართლაც საოცარია!
14:23 / 17-08-2017
ნიგვზისა და თაფლის ნარევს სასწაულის მოხდენა შეუძლია. იგი სასარგებლოა ინფარქტგადატანილი ადამიანისთვისაც და პროფილაქტიკის მიზნითაც. ამ ბუნებრივ საშუალებას ექიმებიც აღიარებენ. მას უამრავი დადებითი თვისება აქვს.
რატომ უნდა ვჭამოთ ძვლის ბულიონი - მოერიდეთ ჰორმონებსა და ანტიბიოტიკებს
16:59 / 14-08-2017
ძვლის ბულიონი ამაღლებს იმუნიტეტს, იცავს ნაწლავებს სხვადასხვა პრობლემისაგან, ებრძვის ალერგიას და საკვების აუთვისებლობას.
როგორ შევინახოთ სანთლის მეშვეობით საზამთრო ცოცხლად ახალ წლამდე
13:00 / 14-08-2017
ალბათ, ცოტა ადამიანი თუ მოიძებნება, ვისაც საზამთრო არ უყვარს. ზოგიერთ აღმოსავლურ ქვეყანაში იმდენად უყვართ ეს ხილი, რომ საშობაოდაც ინახავენ.
კიკეთში აღმოჩენილი უცნაური გემო - მარიკა დარჩიას ბლოგი
14:45 / 11-08-2017
მიყვარს ზაფხული... ჩემი ახლანდელი ზაფხულები განსაკუთრებულად კარგია, მაგრამ ცოტა არეული... არეული რატომ?.. და აი, რატომ...
არადა, როგორ მინდოდა რაიმე გემრიელი! 10 შემთხვევა, როცა ადამიანებმა ვერ გამოიცნეს საჭმელი
11:30 / 08-08-2017
არსებობს ასეთი გამონათქვამი: "თუ ყველს ბევრი ხვრელი აქვს, ის გემრიელი იქნება. თუ მხოლოდ ერთი აქვს, ის გემრიელი გუშინ იყო" .
რომელი ქვაბი უფრო გამძლეა და პრაქტიკული - წარმოგიდგენთ 6 სახის ქვაბის ღირსებებს და ნაკლოვანებებს
17:35 / 01-08-2017
ხარისხიანი ქვაბის გარეშე ჯანსაღი კერძი ვერ მომზადდება. თანამედროვე მწარმოებლები ქვაბების ფართო ასორტიმენტს გვთავაზობენ - ყველაზე უარესიდან საუკეთესომდე. მთავარია, ვიცოდეთ, რომელი მასალისგან დამზადებული ქვაბია უფრო უსაფრთხო და პრაქტიკული.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი