ყოველ წელს ახალი წლის ღამეს სასწრაფო დახმარების სამსახურში საკმაოდ ბევრი ზარი შედის. მოქალაქეები ხან სადღესასწაულო ტრავმების, ხანაც საკვებით მოწამვლის გამო რეკავენ.
ბევრი იფიქრებს, დღესასწაულთან სასწრაფო დახმარება რა მოსატანიაო, მაგრამ ვისაც ეს დასჭირდა, სულ სხვანაირად ფიქრობს. თქვენც გირჩევთ, რომ უსაფრთხოების წესები არც დღესასწაულზე დაივიწყოთ.
რჩევებს არც ექიმები იშურებენ. მათ შეადგინეს იმ კერძების სია, რომლებსაც მეტ-ნაკლებად ყველაზე მეტი ზიანი მოაქვს. ასევე, გვაფრთხილებენ, რომელი კერძების "არევა" არ ღირს ერთმანეთში.
ვქეიფობთ დილამდე
გულძმარვა, კუჭში სიმძიმის შეგრძნება, ზოგჯერ გულისრევა და მოწამვლა - ეს სიმპტომები ნებისმიერ სადღესასწაულო განწყობას ჩაგიშხამებთ. როგორც აღმოჩნდა, ახალი წლის ყველაზე დიდ მავნებლად ყოველ წელს ალკოჰოლური ინტოქსიკაცია სახელდება. რა შეიძლება მოვიმოქმედოთ, რომ სასმელი ნორმალურად შევირგოთ?
მთავარი შეცდომა, რასაც ხალხი ახალ წელს ალკოჰოლის სმის დროს უშვებს, სასმელების ერთმანეთში არევაა. უფრო სწორად, ალკოჰოლისა და გაზიანი სასმლის.
გაზიანი ბუშტუკები ალკოჰოლის სისხლში გადასვლის პროცესს აძლიერებს. ამის გამო უფრო მალე თვრებით, ნაბახუსევი კი უფრო ძლიერი გექნებათ.
სახიფათო მაიონეზი
რა არის საახალწლო სუფრა სალათა "ოლივიეს" გარეშე? მისი საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი გვაქვს, მაგრამ ყოჩაღი ქართველი დიასახლისები ერთი სალათით არ ვკმაყოფილდებით და შედეგად, "ოლივიეს" გვერდს უმშვენებს კრაბის სალათა, ქათმის სალათა, თევზი მაიონეზში და ასე შემდეგ. ექიმები გვირჩევენ, რომ მაიონეზიანი სალათების ნაირფეროვნება შევზღუდოთ ან არაჟნითა და მცენარეული ზეთით ჩავანაცვლოთ.
მაიონეზით მოწამვლები საახალწლო პერიოდში საკმაოდ ხშირია, რადგან როგორც წესი, კერძები რამდენიმე დღით რჩება ჩვენს მაცივრებში. მაიონეზი საკმაოდ მალე ფუჭდება და ხშირად მოწამვლას იწვევს. მით უმეტეს, მავნებელია მაიონეზი, როცა მას ასევე ძნელად მოსანელებელ ნიგვზიან კერძებთან ერთად მიირთმევენ.
მაცდური შამპანური
დღესასწაული შამპანურის გარეშე წარმოუდგენელია. ეს სასმელი უკვე თავად არის დღესასწაული. სამაგიეროდ, "გულძმარვა" და შებერილობა მისი ლოგიკური დასასრულია. ამიტომ 2 ბოკალზე მეტს ნუ მიირთმევთ.
იხილეთ სრულად