გადმოდგით, თავზე დააფარეთ და დატოვეთ 10 წუთი. შემდეგ გაწურეთ და ჩამოასხით დიდ ჭიქებში.
ინგრედიენტები:
- თეთრი ღვინო - 1 ბოთლი
- შაქარი - 2 ს.კ.
- ფორთოხალი - 1/2
- ვაშლი - 1/2
- დარიჩინი - 2 ჯოხი
- მიხაკი - 3 ბუტონი
- ჯანჯაფილი (კოჭა) - 50 გრ
- ვარსკვლავა ანისი (ბადიანი) - 2 ცალი
მომზადების წესები
ქვაბში გააცხელეთ 100 მლ წყალი და დაამატეთ შაქარი, დარიჩინი, მიხაკი, ჯანჯაფილი და ანისი. როცა ადუღდება, დაამატეთ თხლად დაჭრილი ვაშლი და ფორთოხალი. შემდეგ დაამატეთ ღვინო და კვლავ გააცხელეთ, მაგრამ არ აადუღოთ. გადმოდგით, თავზე დააფარეთ და დატოვეთ 10 წუთი.
შემდეგ გაწურეთ და ჩამოასხით დიდ ჭიქებში.