ზოგიერთ დიასახლისს სულ ტყუილად ჰგონია, რომ კერძების მომზადების შესახებ ყველაფერი ან თუნდაც, ძალიან ბევრი იცის.
კრეატიული კულინარები მთელი ცხოვრების მანძილზე ახალ-ახალ რეცეპტებს ეძებენ და ითვისებენ. ისინი უარს არ ამბობენ ისეთ ექსპერიმენტებზეც კი, რომლებიდანაც, ზოგიერთის აზრით, არაფერი გამოვა, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით.
ზოგჯერ ყველაზე გაუგონარი მეთოდითა და უცნაური რეცეპტის მიხედვით მომზადებული კერძი ყველაზე საინტერესო და გემრიელი გამოდის.
მადისაღმძვრელი დელიკატესი კარტოფილისგან
მოგწყინდათ ტრადიციულად შემწვარი კარტოფილი? - მაშინ აი, ძალიან გემრიელი რეცეპტი: აიღეთ დიდი ზომის კარტოფილი, ჩაჭერით რამდენიმე ადგილას, დაჭდევებში ჩატენეთ ყველი, ბეკონი, სოუსი, მწვანილი და გამოაცხვეთ აირღუმელში. ღვთიური კერძი უბრალო პროდუქტებისგან მზადაა!
იხილეთ სრულად: gemrielia.ge