ფენ-შუიმ ოდითგანვე იმით გაითქვა სახელი, რომ მისი მიმდევრები ადამიანის ცხოვრებაში ბედნიერებისა და ჰარმონიის შეტანას ცდილობენ. გინდათ ოჯახში ბედნიერება და ჰარმონია? მიჰყევით ფენ-შუის და ყველაფერი გამოგივათ.
ფენ-შუიში ბამბუკს დიდი ადგილი უჭირავს. ის ოჯახის წარმატების, აყვავების, სიმშვიდისა და ჰარმონიის სიმბოლოა. ის ოჯახის წევრების ჯანმრთელობასაც კი განსაზღვრავს.
ჩინეთში ამ მცენარეს ძალიან დიდ პატივს მიაგებენ, ყველა ოჯახში მას საპატიო ადგილი უკავია. ოჯახში შემოსულ სტუმარს მასპინძელი ბამბუკიან ლარნაკს თუ მიაწვდის, ეს მისადმი უდიდესი პატივისცემის ნიშანია, ეს ნიშნავს იმას, რომ მასპინძელს მისთვის ყველაფერი საუკეთესო სურს.
ფენ-შუის სპეციალისტები ბამბუკის ყლორტს ხის ელემენტად მიიჩნევენ. თუმცა, არც წყლის სტიქიის დავიწყება შეიძლება, ბამბუკის ყლორტი ხომ წყლიან ლარნაკშია მოთავსებული.
ძალიან მნიშვნელოვანია ბამბუკის რაოდენობა და ადგილმდებარეობა. ამაზეა დამოკიდებული ცხოვრების ამა თუ იმ სფეროზე მისი გავლენა.
თუ თქვენ გჯერათ ფენ-შუის მიმდევრების და აპირებთ სახლში ბამბუკის ქონას, მაშინ, პირველ რიგში, უნდა ჩამოყალიბდეთ, რა სფეროში გჭირდებათ მისი დახმარება:
სამი - ამ შემთხვევაში ბამბუკს ოჯახში ჰარმონია და სიმშვიდე შემოაქვს. დადებითად მოქმედებს ოჯახის წევრების ფსიქოლოგიურ განწყობაზე.
ხუთი - უზრუნველყოფს ოჯახის ფინანსურ მდგრადობას და შემოსავალს. გაგრძელება