ტროპიკულ და ძალიან გემრიელ ფინიკს საქართველოში ბევრი მოყვარული ჰყავს. სუპერმარკეტებში მისი შეძენა ყველას შეუძლია. ალბათ, მისი შეძენის შემდეგ ბევრი დაინტერესებულა, შეიძლება თუ არა ფინიკის კურკისგან ნამდვილის ფინიკის პალმის გამოზრდა.
რატომაც არა, მიირთვით გემრიელი ფინიკი და კურკა დაგრჩათ. რატომ არ უნდა გამოიყენოთ ის ეგზოტიკური მცენარის გასაზრდელად? თანაც, ის განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს, თქვენს ინტერიერს კი გაალამაზებს. სამაგიეროდ, გაითვალისწინეთ, სახლის პირობებში გამოზრდილი პალმა ნაყოფს ვერასდროს გამოიღებს. ის ნელა იზრდება, მაგრამ 5 წლის შემდეგ შეიძლება ოთახშიც ვეღარ დაატიოთ.
იხილეთ დეტალური ინსტრუქცია, როგორ უნდა გამოზარდოთ ფინიკის კურკისგან პალმა: