8 წესი შაშკვლავის ქოთანში დასარგავად, მებაღის საიდუმლოებები
8 წესი შაშკვლავის ქოთანში დასარგავად, მებაღის საიდუმლოებები
შაშკვლავი არამარტო არომატული მწვანილია, რომლის ფოთლების გამოყენება სხვადასხვა კერძში შეგიძლიათ, არამედ სამკურნალო მცენარეც. შაშკვლავის ჩაი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და წონის კლებასაც უწყობს ხელს.

მისი ჭამა შეიძლება როგორც ნედლი და გამხმარი, ასევე გაყინული სახით. იმისათვის, რომ ეს სასარგებლო და არომატული მწვანილი რაფაზე ქოთანში მოიყვანოთ, რამდენიმე საიდუმლოს გაგიმხელთ.

1. შაშკვლავი აპრილის დასაწყისში დარგეთ. შეგიძლიათ თებერვალშიც სცადოთ, მაგრამ მაშინ დამატებითი განათების გამოყენება დაგჭირდებათ.


2.
მოამზადეთ ქოთანი. შეგიძლიათ უკვე მზა ნიადაგი იყიდოთ ან თავად მოამზადოთ. ამისათვის ტორფი, პერლიტი და ვერმიკულიტი თანაბარი რაოდენობით უნდა გადაურიოთ ერთმანეთში. მოათავსეთ ქოთანში, ოდნავ დატკეპნეთ და მორწყეთ.


3.
თესლი ერთმანეთისგან 0,5 სმ-ის დაშორებით დათესეთ. რაოდენობა ქოთნის დიამეტრზეა დამოკიდებული. ზემოდან მიწა მოაფრქვიეთ. ქოთანს ზემოდან პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვით და მზეზე დადგით.


4.
როცა პირველი მცენარეები თავს წამოყოფენ, პარკი მოაშორეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ქოთანი ყოველდღე, ზომიერად მორწყათ. შეგიძლიათ პულველიზატორიანი სარწყავით დილა-საღამოს დაატენიანოთ მიწა.
როცა ღეროებზე პირველი ფოთლები გაჩნდება, რამდენიმე ღერი შაშკვლავი სხვა მოცულობაში გადარგეთ.

5.
როცა ფოთლების რაოდენობა კიდევ 2-ს მოიმატებს, კიდევ
დააცალკევეთ.


6.
ქოთნის ყიდვისას გაითვალისწინეთ, რომ მასში 0,4 ლიტრი უნდა ჩავიდეს.


7.
იმისათვის, რომ შაშკვლავის ბუჩქი ლამაზი და ფუმფულა დარჩეს, ხოლო ფოთლებმა სასარგებლო ნივთიერებები შეინარჩუნონ, კიდეზე წამოზრდილი კოკრები, თითო ფოთლით (ორივე მხრიდან) უნდა წააწყვიტოთ.

8.
შაშკვლავი ძლიერი მცენარეა, მაგრამ გადამეტებულმა მორწყვამ ან დაბალმა ტემპერატურამ შეიძლება დაავადებები გაუჩინოს. ამიტომ დაავადების პირველივე ნიშნებისას ხახვის ფუჩეჩს დაასხით მდუღარე წყალი (1:4), გააჩერეთ მთელი ღამე და დილით შეასხურეთ.
აივანზე, სუფთა ჰაერზე გატანისას, აკონტროლეთ, რომ შაშკვლავზე არ დაბინავდეს მწერი. დაბოლოს, გახსოვდეთ, რომ შაშკვლავის ქოთანში უმჯობესია, მიწა შეშრეს, ვიდრე დაჭაობდეს.
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ზუგდიდის ყველაზე ლამაზი ეზო, რომელსაც 46 წლის კაცი შვიდი წელია საკუთარი ხელით აშენებს
16:16 / 25-09-2017
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში მცხოვრებმა პაატა გოგელიამ სხვადასხვა დეკორატიული ელემენტით საკუთარი ეზოს მოწყობა შვიდი წლის წინ დაიწყო.
თუ ყვავილების მიწას ამ მარტივი სასუქით გაანოყიერებთ, მცენარეები ელვის სისწრაფით გაიხარებენ
11:31 / 21-09-2017
ნებისმიერი ოთახის ყვავილი საჭიროებს სასუქის შეტანას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვეგეტატიურ პერიოდში. თუ გსურთ, მცენარემ ყვავილობა ცივ ამინდშიც შეძლოს, მარტივი სასუქის რეცეპტი მოამზადეთ.
15 ოთახის მცენარე, რომელიც განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს
14:36 / 20-08-2017
თუ იების, ორქიდეების მოვლას ვერ ახერხებთ, მოაშენეთ ყვავილები, რომლებსაც ნაკლები მოვლა სჭირდებათ. ასეთი საკმაოდ ბევრია.
5 მცენარე კოღოების წინააღმდეგ
11:24 / 06-07-2017
კოღოებთან ბრძოლა მარტივია. მთავარია, ამ 5 მცენარიდან ერთ-ერთი მუდმივად იქონიოთ ოთახში.
ფულის ხე
12:02 / 30-06-2017
ამბობენ, რომ ფენ-შუის ანუ, როგორც მას ეძახიან, ფულის ხეს დიდი ფინანსური წარმატება მოაქვს იმ ოჯახისთვის, რომელშიც ის ხარობს.
ყველაზე ალერგიული ქოთნის მცენარეები
12:42 / 25-04-2017
ალერგია 21-ე საუკუნის "მოუშორებელი ჭირია". სამწუხაროდ, ამ პრობლემას ვერც ბავშვს ავარიდებთ თავიდან. ამ დაავადების სიმპტომები მრავალფეროვანია - შეიძლება ოდნავი გამონაყარითაც გამოიხატოს და ძლიერი კვინკეს შეშუპებითაც დასრულდეს.
15 ბოსტნეული, რომელიც შეგიძლიათ შეჭამოთ და ისევ გაზარდოთ
16:03 / 20-04-2017
ნუ იჩქარებთ ბოსტნეულის ნარჩენების გადაყრას, მათ გამოზრდას ოჯახის პირობებშიც შეძლებთ.
3 ინგრედიენტი, რომელიც ნებისმიერ მცენარეს გააცოცხლებს!
12:24 / 09-03-2017
შვებულებაში წახვედით, დაგავიწყდათ მცენარეების მორწყვა, მზის სინათლე მოაკელით ქოთნის ყვავილს და შედეგად - მან მოიწყინა.
5 მცენარე, რომლებიც აუცილებლად უნდა გქონდეს სახლსა და ოფისში
14:33 / 01-03-2017
თუ გსურთ, ოთახში სუფთა ჟანგბადი გქონდეთ და კარგად გამოიძინოთ, ეს ოთახის მცენარეები უნდა შეიძინოთ:
ოთახის 7 მცენარე, რომლებსაც სახლში დადებითი ენერგია და კარგი აურა შემოაქვს
12:53 / 24-02-2017
ძველი სწავლების, ფენ-შუის მიხედვით, ოთახის ზოგიერთ მცენარეს დადებითი ენერგიის გენერირების საოცარი თვისება გააჩნია. დღეს ჩვენი რედაქცია შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც "მწვანე მეგობრების" არჩევაში დაგეხმარებათ.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31