"მიყვარს, როცა ბაღს ველური სახე აქვს და არა გალაკული და გაპრიალებული" - მაკა ჩიჩუას ულამაზესი ბაღი დუშეთში
"მიყვარს, როცა ბაღს ველური სახე აქვს და არა გალაკული და გაპრიალებული" - მაკა ჩიჩუას ულამაზესი ბაღი დუშეთში
საზოგადოებამ უკვე შენიშნა, რომ ბაღი და ყვავილები საქართველოს პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას დიდი გატაცებაა.
საპრეზიდენტო წყვილს აგარაკი დუშეთის რაიონში აქვს, სადაც ქალბატონი მაკა თავად ზრუნავს საყვარელ ყვავილებზე და სოციალური ქსელითაც ხშირად ანებივრებს მეგობრებს ბაღის ულამაზესი ხედებით.

პოსტებიდან და კომენტარებზე გაცემული პასუხებიდან აშკარად იგრძნობა, რა დიდი გატაცებითა და მონდომებით ახარებს პირველი ლედი ულამაზეს ყვავილებს.

"მთლად გათიბვის გარეშე ყვავილებს სარეველა მოერევა და დაჩაგრავს, მაგრამ მეც ძალიან მიყვარს, როცა ცოტა ველური სახე აქვს ბაღს და არა გალაკული და დავარცხნილ-დაპრიალებული" - წერს იგი ერთ-ერთ
პოსტში.

როგორც ქალბატონი მაკა გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, მისი ყვავილებით გატაცება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დამსახურებაა.

"სწორედ მას ვუმადლი სოფელში, ეზოიან სახლში ცხოვრებას. მას ხშირად ნახავთ ბარით ან ბალ­ახის საკრეჭი მანქანით. მისთვის ეს ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.­ ყოველთვის ვნატრობდი, ეზოიანი სახლი მქონოდა, მიწა, სადაც ბაღს გავაშენებდი და მცენარეებს მოვუვლიდი. თუმცა, ეს არცთუ ადვილი აღმოჩნდა, რადგან ბაღს, ბოსტანსა და ხეხილს სხვაგვარი დაპროექტება სჭირდება. უნდა იცოდე, სად რა ტიპის მცენარე დარგო, ბოსტნეულს სად და როგორ მიუჩინო ადგილი. ყველა მცენარეს შეწამვლა სჭირდება, ნიადაგის განოყიერება, გამარგვლა, გასხვლა... ყველაფერს უცებ ვერ ისწავლი, ეს დროთა განმავლობაში მოდის და რაც მეტი მცენარე გაქვს, მით მეტი დრო და ენერგიაა საჭირო, რომ არაფერი გამოგრჩეს. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ეზოში ბევრი ციცარი, კატა და ძაღლი გვყავს. აბა, როგორ ავუხსნა მათ, რომ მცენარეებზე სირბილი არ შეიძლება? ჰოდა, ხშირად მიფუჭებენ ნარგავებს" - ამბობს მაკა ჩიჩუა.
ახლა კი წარმოგიდგენთ მაკა ჩიჩუას ბაღის ფოტოებს.
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
როგორ ვუშველოთ ოთახის მცენარეებს ზამთარში
15:26 / 14-11-2017
ზამთრის პერიოდში ყვავილები განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს.
6 მცენარე, რომლებიც სახლში ჰაერს წმენდს!
15:09 / 27-10-2017
გარშემო დაბინძურებული ჰაერია და უნდა ვეცადოთ, რომ შინ მაინც გვქონდეს სუფთა ჰაერი. ამისათვის კი სახლში საჭირო მცენარე უნდა მოაშენოთ.
ზუგდიდის ყველაზე ლამაზი ეზო, რომელსაც 46 წლის კაცი შვიდი წელია საკუთარი ხელით აშენებს
16:16 / 25-09-2017
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში მცხოვრებმა პაატა გოგელიამ სხვადასხვა დეკორატიული ელემენტით საკუთარი ეზოს მოწყობა შვიდი წლის წინ დაიწყო.
თუ ყვავილების მიწას ამ მარტივი სასუქით გაანოყიერებთ, მცენარეები ელვის სისწრაფით გაიხარებენ
11:31 / 21-09-2017
ნებისმიერი ოთახის ყვავილი საჭიროებს სასუქის შეტანას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვეგეტატიურ პერიოდში. თუ გსურთ, მცენარემ ყვავილობა ცივ ამინდშიც შეძლოს, მარტივი სასუქის რეცეპტი მოამზადეთ.
15 ოთახის მცენარე, რომელიც განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს
14:36 / 20-08-2017
თუ იების, ორქიდეების მოვლას ვერ ახერხებთ, მოაშენეთ ყვავილები, რომლებსაც ნაკლები მოვლა სჭირდებათ. ასეთი საკმაოდ ბევრია.
5 მცენარე კოღოების წინააღმდეგ
11:24 / 06-07-2017
კოღოებთან ბრძოლა მარტივია. მთავარია, ამ 5 მცენარიდან ერთ-ერთი მუდმივად იქონიოთ ოთახში.
ფულის ხე
12:02 / 30-06-2017
ამბობენ, რომ ფენ-შუის ანუ, როგორც მას ეძახიან, ფულის ხეს დიდი ფინანსური წარმატება მოაქვს იმ ოჯახისთვის, რომელშიც ის ხარობს.
ყველაზე ალერგიული ქოთნის მცენარეები
12:42 / 25-04-2017
ალერგია 21-ე საუკუნის "მოუშორებელი ჭირია". სამწუხაროდ, ამ პრობლემას ვერც ბავშვს ავარიდებთ თავიდან. ამ დაავადების სიმპტომები მრავალფეროვანია - შეიძლება ოდნავი გამონაყარითაც გამოიხატოს და ძლიერი კვინკეს შეშუპებითაც დასრულდეს.
15 ბოსტნეული, რომელიც შეგიძლიათ შეჭამოთ და ისევ გაზარდოთ
16:03 / 20-04-2017
ნუ იჩქარებთ ბოსტნეულის ნარჩენების გადაყრას, მათ გამოზრდას ოჯახის პირობებშიც შეძლებთ.
3 ინგრედიენტი, რომელიც ნებისმიერ მცენარეს გააცოცხლებს!
12:24 / 09-03-2017
შვებულებაში წახვედით, დაგავიწყდათ მცენარეების მორწყვა, მზის სინათლე მოაკელით ქოთნის ყვავილს და შედეგად - მან მოიწყინა.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30