ბავშვთა კრეატიული განვითარების ცენტრმა "ბლესსინგმა" ქრიზანთემების ფესტივალს უმასპინძლა.
ფესტივალზე ცენტრის აღსაზრდელების მშობლებმა ქრიზანთემებისგან ნაირფერი თაიგულები შექმნეს. საუკეთესო თაიგულის შემქმნელმა სამახსოვრო საჩუქრები მიიღო.
აღნიშნული ფესტივალით ყველაზე გვიან მოყვავილე ყვავილებით შემოდგომა გააცილეს და ახალი წლისთვის მზადება დაიწყეს.
ცენტრის ხელმძღვანელის, ინგა ბლესის განცხადებით, ქრიზანთემა იაპონიაში ქვეყნის არაოფიციალურ სიმბოლოდ ითვლება. ყვავილის ეს სახეობა პოპულარულია ჩვენშიც. მსოფლიოში 3 ათასზე მეტი სახეობის ქრიზანთემა არსებობს.
ფესტივალისთვის სპეციალურად ცეკვაც დაიდგა. ქრიზანთემების ფესტივალი საქართველოში უკვე ტრადიციულია.
გოგა ბერიძე