რატომ უნდა დავწვათ სახლში დაფნის ფოთოლი?
რატომ უნდა დავწვათ სახლში დაფნის ფოთოლი?
კარგმა მზარეულმა იცის გემრიელი კერძების საიდუმლო ინგრედიენტი: დაფნის ფოთოლი, მაგრამ არომატული ფოთლები არამხოლოდ გემრიელი სანელებელია, ეს მცენარე ძალიან სასარგებლოა.
ის ეხმარება ორგანიზმს დეტოქსიკაციაში და ანელებს დაბერების პროცესს. ასევე, დაფნის ფოთოლი ებრძვის ბაქტერიულ ინფექციებს და სასარგებლოა უამრავი დაავადების დროს.
დაფნის ფოთლის სასარგებლო თვისებები

შფოთვა და დაღლილობა
დაფნის ფოთლის შემადგენელ ქიმიურ ნივთიერებებს დამამშვიდებელი, ფსიქოდელიური ეფექტი აქვს. ამისათვის საკმარისია, დაწვათ რამდენიმე მშრალი ფოთოლი.
როდესაც დამწვარი ფოთლის არომატს შეისუნთქავთ, ორგანიზმი დუნდება და ნერვული სისტემა მშვიდდება. რაც მთავარია, ის არ იწვევს ძილიანობას.

სასუნთქი სისტემა
დაფნის ფოთოლი ასტიმულირებს სასუნთქ გზებს და ათავისუფლებს ლორწოსგან ფილტვებს.
უბრალოდ, ჩაისუნთქეთ ახალი ან გამხმარი ფოთლის არომატი. ალერგიისა და ასთმის დროს გულმკერდზე დაფნის ფოთლები შეიზილეთ.

ქერტლი
ქერტლის მოსაცილებლად, შეურიეთ დაფნის ზეთი და გამთბარი ჟოჟობას ზეთი. შეიზილეთ მიღებული მასა თავზე, შეიხვიეთ პირსახოცით და გაიჩერეთ 15-60 წუთით. შემდეგ ჩვეულებისამებრ დაიბანეთ.

დიაბეტი
დაფნის ფოთოლი ეფექტური საშუალებაა დიაბეტის მეორე ტიპის მკურნალობის დროს. კვლევების თანახმად, საკმარისია დღეში 3 გრამი დაფნის ფოთლის მოხმარება გლუკოზის დონის დასაწევად.

საჭმლის მომნელებელი სისტემა
დაფნის ფოთლის კერძებში გამოყენება აძლიერებს საკვების მონელების პროცესს, ხელს უწყობს ფერმენტისა და ნაღვლის სეკრეციას.

გულის ჯანმრთელობა
ორგანული მინარევი, სახელწოდებით "კოფეინის მჟავა", რომელიც დაფნის ფოთოლში აღმოაჩინეს, ამაგრებს კაპილარების კედლებს. ეს ნივთიერება ასევე ეხმარება ცუდი ქოლესტერინის მოცილებაში გულ-სისხლძარღვთა სისტემიდან. გამოიყენეთ დაფნის ფოთოლი კერძებში ისეთ პროდუქტებთან, რომლებიც აუმჯობესებს გულის მდგომარეობას.

კომენტარები (1)
ია
დიაბეტის დროს როგორ უნდა მოვიხმაროტ დაფნის ფოთოლი.ვგულისხმობ მომზადებას და მიგებას
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ზუგდიდის ყველაზე ლამაზი ეზო, რომელსაც 46 წლის კაცი შვიდი წელია საკუთარი ხელით აშენებს
16:16 / 25-09-2017
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში მცხოვრებმა პაატა გოგელიამ სხვადასხვა დეკორატიული ელემენტით საკუთარი ეზოს მოწყობა შვიდი წლის წინ დაიწყო.
თუ ყვავილების მიწას ამ მარტივი სასუქით გაანოყიერებთ, მცენარეები ელვის სისწრაფით გაიხარებენ
11:31 / 21-09-2017
ნებისმიერი ოთახის ყვავილი საჭიროებს სასუქის შეტანას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვეგეტატიურ პერიოდში. თუ გსურთ, მცენარემ ყვავილობა ცივ ამინდშიც შეძლოს, მარტივი სასუქის რეცეპტი მოამზადეთ.
15 ოთახის მცენარე, რომელიც განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს
14:36 / 20-08-2017
თუ იების, ორქიდეების მოვლას ვერ ახერხებთ, მოაშენეთ ყვავილები, რომლებსაც ნაკლები მოვლა სჭირდებათ. ასეთი საკმაოდ ბევრია.
5 მცენარე კოღოების წინააღმდეგ
11:24 / 06-07-2017
კოღოებთან ბრძოლა მარტივია. მთავარია, ამ 5 მცენარიდან ერთ-ერთი მუდმივად იქონიოთ ოთახში.
ფულის ხე
12:02 / 30-06-2017
ამბობენ, რომ ფენ-შუის ანუ, როგორც მას ეძახიან, ფულის ხეს დიდი ფინანსური წარმატება მოაქვს იმ ოჯახისთვის, რომელშიც ის ხარობს.
ყველაზე ალერგიული ქოთნის მცენარეები
12:42 / 25-04-2017
ალერგია 21-ე საუკუნის "მოუშორებელი ჭირია". სამწუხაროდ, ამ პრობლემას ვერც ბავშვს ავარიდებთ თავიდან. ამ დაავადების სიმპტომები მრავალფეროვანია - შეიძლება ოდნავი გამონაყარითაც გამოიხატოს და ძლიერი კვინკეს შეშუპებითაც დასრულდეს.
15 ბოსტნეული, რომელიც შეგიძლიათ შეჭამოთ და ისევ გაზარდოთ
16:03 / 20-04-2017
ნუ იჩქარებთ ბოსტნეულის ნარჩენების გადაყრას, მათ გამოზრდას ოჯახის პირობებშიც შეძლებთ.
3 ინგრედიენტი, რომელიც ნებისმიერ მცენარეს გააცოცხლებს!
12:24 / 09-03-2017
შვებულებაში წახვედით, დაგავიწყდათ მცენარეების მორწყვა, მზის სინათლე მოაკელით ქოთნის ყვავილს და შედეგად - მან მოიწყინა.
5 მცენარე, რომლებიც აუცილებლად უნდა გქონდეს სახლსა და ოფისში
14:33 / 01-03-2017
თუ გსურთ, ოთახში სუფთა ჟანგბადი გქონდეთ და კარგად გამოიძინოთ, ეს ოთახის მცენარეები უნდა შეიძინოთ:
ოთახის 7 მცენარე, რომლებსაც სახლში დადებითი ენერგია და კარგი აურა შემოაქვს
12:53 / 24-02-2017
ძველი სწავლების, ფენ-შუის მიხედვით, ოთახის ზოგიერთ მცენარეს დადებითი ენერგიის გენერირების საოცარი თვისება გააჩნია. დღეს ჩვენი რედაქცია შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც "მწვანე მეგობრების" არჩევაში დაგეხმარებათ.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31