ზამთრის პერიოდში ყვავილები განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს.
სწორად მოვრწყათ
არსებობს მორწყვის წესი: ქოთნის მიწაში თითი ორ-სამ სანტიმეტრზე ჩაყავით. ნიადაგი ოდნავ ნამიანი უნდა იყოს (არც გამომშრალი და არც სველი). ფოთლები მიგანიშნებთ, სწორად რწყავთ თუ არა. თუ ფოთლები ყვითლება, წყალი შეამცირეთ. თუ ფოთლის წვერები ხმება, მორწყვა გაახშირეთ.
გამაცოცხლებელი შხაპი
ფოთლებზე დამდგარი მტვერი ხელს უშლის ზამთარში (როცა ისედაც ნაკლები შუქია) ფოთლის ზრდას. ამიტომ ფოთლების გაწმენდა სველი ჩვრით ნუ დაგავიწყდებათ. თუ მგრძნობიარე მცენარე გაქვთ, შხაპი მოუწყვეთ.
უპრეტენზიო მცენარე
ბრომელიას არ უყვარს მკვეთრი შუქი და ზამთარში კვირაში ერთხელ მორწყვაც ეყოფა.
აგლაონემა - იტანს ყველანაირ განათებას.
ე.წ. ფულის ხე - არ საჭიროებს განსაკუთრებულ განათებას. მორწყვიდან მორწყვამდე ნიადაგი კარგად უნდა გამოუშრეს.