საშობაო ყვავილი - როგორ უნდა მოუაროთ და აყვავილოთ დიდხანს
საშობაო ყვავილი - როგორ უნდა მოუაროთ და აყვავილოთ დიდხანს
მას იცნობენ, როგორც "შობის ყვავილს", თუმცა სინამდვილეში პუანსეტია, იგივე რძიანა ჰქვია. ყვავილობას დეკემბრის ცივ და ყინვიან დღეებში იწყებს და შობის დღესასწაულზე ვარსკვლავისებური ფორმისა და მკვეთრი შეფერილობის ულამაზესი ყვავილებით ყვავის.
სწორედ ამიტომ ხალხში "შობის ვარსკვლავი" შეარქვეს და მისი შეძენა საშობაოდ ხდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.
ყველაზე აქტუალური წითელი ფერის ყვავილებიანი პუანსეტიაა, თუმცა არსებობს მცენარის ყვითლად, ვარდისფრად, თეთრად და კრემისფრად მოყვავილე სახეობები. ამ სახეობების შეჯვარებით გამოყვანილია ჰიბრიდებიც - წინწკლებიანი, ზოლებიანი, ლაქებიანი და ა.შ. ყვავილებით.

განათება
პუანსეტიას ნათელი, გაფანტული შუქი სჭირდება, მხოლოდ მზის პირდაპირ სხივებს
უნდა მოარიდოთ. ამიტომ კარგი იქნება, შუადღისას მცენარეს ფარდით მოუჩრდილოთ ან ნახევრად ჩრდილში გადაიტანოთ.

თუ პუანტესია ფანჯრის რაფაზე გიდგათ, ყურადღება მიაქციეთ, მისი რომელიმე ნაწილი ფანჯრის მინას არ ეხებოდეს, რადგან გრილ მინაზე შეხებამ შესაძლოა, მცენარის ეს ნაწილი დააზიანოს.

ოთახი, სადაც მცენარე გიდგათ, ზაფხულობით რეგულარულად გაანიავეთ. შეგიძლიათ, წელიწადის ამ დროს მცენარე აივანზეც გაიტანოთ, მხოლოდ ამ შემთხვევაშიც აუცილებელია, მზის პირდაპირ სხივებსა და ორპირ ქარს მოარიდოთ.

ტემპერატურა
პუანსეტიას ყვავილობის დროს (ზამთარში), ოთახში ჰაერის ტემპერატურა 14-16 გრადუსს არ უნდა ჩამოსცდეს, წლის დანარჩენ პერიოდში კი მცენარე ჩვეულებრივ ოთახის ტემპერატურაზე (18-25 გრადუსზე) ამყოფეთ.

ჰაერის ტენიანობა

პუანსეტიას საშუალო ტენიანობის ჰაერი სჭირდება, თუმცა პერიოდულად ფოთლებზე წყლის შესხურებაც არ აწყენს - რაც უფრო მშრალია ჰაერი ოთახში, წყალიც მით უფრო ხშირად შეასხურეთ, განსაკუთრებით კი, ყვავილობის პერიოდში. მხოლოდ წყალი აუცილებლად ოთახის ტემპერატურის, ნადგომი უნდა იყოს. სრულად წაიკითხეთ shin.ge-ზე...
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
როგორ ვუშველოთ ოთახის მცენარეებს ზამთარში
15:26 / 14-11-2017
ზამთრის პერიოდში ყვავილები განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს.
6 მცენარე, რომლებიც სახლში ჰაერს წმენდს!
15:09 / 27-10-2017
გარშემო დაბინძურებული ჰაერია და უნდა ვეცადოთ, რომ შინ მაინც გვქონდეს სუფთა ჰაერი. ამისათვის კი სახლში საჭირო მცენარე უნდა მოაშენოთ.
ზუგდიდის ყველაზე ლამაზი ეზო, რომელსაც 46 წლის კაცი შვიდი წელია საკუთარი ხელით აშენებს
16:16 / 25-09-2017
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში მცხოვრებმა პაატა გოგელიამ სხვადასხვა დეკორატიული ელემენტით საკუთარი ეზოს მოწყობა შვიდი წლის წინ დაიწყო.
თუ ყვავილების მიწას ამ მარტივი სასუქით გაანოყიერებთ, მცენარეები ელვის სისწრაფით გაიხარებენ
11:31 / 21-09-2017
ნებისმიერი ოთახის ყვავილი საჭიროებს სასუქის შეტანას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვეგეტატიურ პერიოდში. თუ გსურთ, მცენარემ ყვავილობა ცივ ამინდშიც შეძლოს, მარტივი სასუქის რეცეპტი მოამზადეთ.
15 ოთახის მცენარე, რომელიც განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს
14:36 / 20-08-2017
თუ იების, ორქიდეების მოვლას ვერ ახერხებთ, მოაშენეთ ყვავილები, რომლებსაც ნაკლები მოვლა სჭირდებათ. ასეთი საკმაოდ ბევრია.
5 მცენარე კოღოების წინააღმდეგ
11:24 / 06-07-2017
კოღოებთან ბრძოლა მარტივია. მთავარია, ამ 5 მცენარიდან ერთ-ერთი მუდმივად იქონიოთ ოთახში.
ფულის ხე
12:02 / 30-06-2017
ამბობენ, რომ ფენ-შუის ანუ, როგორც მას ეძახიან, ფულის ხეს დიდი ფინანსური წარმატება მოაქვს იმ ოჯახისთვის, რომელშიც ის ხარობს.
ყველაზე ალერგიული ქოთნის მცენარეები
12:42 / 25-04-2017
ალერგია 21-ე საუკუნის "მოუშორებელი ჭირია". სამწუხაროდ, ამ პრობლემას ვერც ბავშვს ავარიდებთ თავიდან. ამ დაავადების სიმპტომები მრავალფეროვანია - შეიძლება ოდნავი გამონაყარითაც გამოიხატოს და ძლიერი კვინკეს შეშუპებითაც დასრულდეს.
15 ბოსტნეული, რომელიც შეგიძლიათ შეჭამოთ და ისევ გაზარდოთ
16:03 / 20-04-2017
ნუ იჩქარებთ ბოსტნეულის ნარჩენების გადაყრას, მათ გამოზრდას ოჯახის პირობებშიც შეძლებთ.
3 ინგრედიენტი, რომელიც ნებისმიერ მცენარეს გააცოცხლებს!
12:24 / 09-03-2017
შვებულებაში წახვედით, დაგავიწყდათ მცენარეების მორწყვა, მზის სინათლე მოაკელით ქოთნის ყვავილს და შედეგად - მან მოიწყინა.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30