ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში მცხოვრებმა პაატა გოგელიამ სხვადასხვა დეკორატიული ელემენტით საკუთარი ეზოს მოწყობა შვიდი წლის წინ დაიწყო.
მის ეზოში 100-მდე სხვადასხვა ჯიშის მცენარე ხარობს, მათ შორის: ბზა (კოლხური, ჩვეულებრივი და მეჩხერი), ტიტას ხე, სექოია, ნეკერჩხალი, ბაძგი (მარადმწვანე, ზოგჯერ ფოთოლმცვივანი ხეები და ბუჩქები) და ა.შ.
იხილეთ ფოტოგალერეა
46 წლის პაატა გოგელიას მცენარის ჯიშები თავად გამოჰყავს და მათ სხვადასხვა ფორმას აძლევს. სახლის მფლობელი ამბობს, რომ ეზოს ლანდშაფტის მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია და ამისთვის მცენარისადმი სიყვარული აუცილებელია.
"რამდენიმე წელია ამ საქმით ვარ დაკავებული. მიყვარს მცენარეები და შესაბამისად, მათ მოვლას დიდ დროს ვანდომებ. სანამ მცენარეს ფორმას შევუცვლი, დიზაინს ვხატავ, შემდეგ კი ნახატის მიხედვით ვჭრი მათ. შეიძლება მცენარეები ისე იყოს დარგული, ერთმანეთს ხელს უშლიდნენ. თუმცა, სწორი ჭრისა და მათთვის ფორმის მიცემის შემთხვევაში გადარგვას თავიდან ავიცილებთ" - ამბობს ლანდშაფტის დიზაინერი. გაგრძელება