იმის გარდა, რომ მცენარეს თქვენი სახლის გალამაზება შეუძლია, ის თქვენს ჯანმრთელობაზეც ზრუნავს.
კონკრეტულად რომელი მცენარეებია ესენი და როგორ ახერხებენ ამას?
აი, რამდენიმე ვარიანტი
1. ფიკუსი
ის სასიამოვნო სანახავია, არ არის პრეტენზიული და შესანიშნავად წმენდს ჰაერს ისეთი ტოქსიკური ნივთიერებებისგან, რომლებსაც ხშირად შეიცავენ სახლის ავეჯის დასასუფთავებელი საშუალებები. მორწყვის გარდა, მცენარის ფოთლებს ქაღალდის პირსახოცით წმენდა სჭირდება, რათა მაქსიმალური სარგებელი მოგიტანოთ.
2. ბოსტონური გვიმრა
მცენარე ასევე წმენდს ჰაერს ტოქსიკური ნივთიერებებისგან, რომლებიც იწვევენ თავის ტკივილს, სუნთქვის შეფერხებას და სიმსივნური უჯრედების გამრავლებას. ზამთარში ებრძვის ჰაერის სიმშრალეს.
3. პალმა არეკა
მცენარე იდეალურად ასუფთავებს ჰაერს მავნე მინარევებისგან და განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს.
4. სპატიფილუმი (ქალის ბედნიერება)
წმენდს ჰაერს ტოქსინებისგან. გარდა ამისა, ებრძვის ობს. ამიტომ სასარგებლოა, თუ ერთ ქოთანს აბაზანაშიც დადგამთ, თუ იქ ფანჯარა არის.
5. სანსევიერია/სიდედრის ენა
მცენარე ასევე წმენდს ჰაერს. სანსევიერას ფოთლების ნახარში მოქმედებს, როგორც ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება, თუ მისით კანს დაიმუშავებთ. ჭამა კი აკრძალულია.
6. ფილოდენდრონი
მცენარე, რომლის მოვლა ძალიან მარტივია - იზრდება ნებისმიერ გარემოში. წმენდს ჰაერს.
წყარო: goodhouse.ru