კამელია - უსულგულო ყვავილი
კამელია - უსულგულო ყვავილი
ანტიკურ მითოლოგიაში აღწერილია კამელიის წარმოშობის ამბავი: სიყვარულის ღმერთმა ამურმა დედამიწის ბინადარნი თავისი ისრებით დაჭრა და სატურნისკენ გაფრინდა. იქ მან ყინულის მზეთუნახავები იხილა. სამწუხაროდ, ამურის სასიყვარულო ისრებმა მათ ცივ გულებში ვერ შეაღწია.

გულდაწყვეტილმა და შეურაცხყოფილმა ამურმა დედასთან, სიყვარულის ქალღმერთ ვენერასთან დაიჩივლა, რომ სატურნელ ქალებს ისეთი ყინულივით ცივი გული აქვთ, სიყვარული არ ძალუძთო. დედიკომ შეიბრალა შვილი და გადაწყვიტა უსულგულო ქალებზე შური ეძია - ისინი უსუნო ყვავილებად აქცია.

კამელიის ყვავილი უმეტესად თეთრი, ვარდისფერი ან წითელია. არის რამდენიმე ყვითელყვავილოვანი ჯიშიც. უკანასაკნელ პერიოდში ვიეტნამში აღმოაჩინეს
კამელია ლილისფერი ყვავილებით.

კამელიის სამშობლო იაპონიის კუნძულები სიკოკუ და კიუსიუა. აქაური კლიმატის თავისებურების გამო (მთებში დაბალი ტემპერატურა) კამელია ბუჩქივით, ზოგჯერ კი ხის სახითაც იზრდება. კამელიის ფოთლები მთელი წლის განმავლობაში მწვანე და ხასხასაა.

ამიტომ მას ხშირად საფლავების მოსართავად იყენებენ. წელიწადში ერთხელ კი, როდესაც კამელია აყვავდება, ეწყობა ფარნების დღესასწაული. ამ დღეს ტაძრებში ტარდება წირვა, ხოლო საფლავებს რთავენ კამელიებითა და ანთებული ფარნებით.

კამელიის ბუჩქებით ალამაზებენ არა მარტო ტაძრებსა და სასაფლაოებს, არამედ სკვერებს, ბაღებს და მდიდრების სასახლეებს.

იაპონელების სიყვარული კამელიისადმი აიხსნება არა მხოლოდ მისი სილამაზით, არამედ პრაქტიკული მოსაზრებითაც. პარფიუმერიასა და კოსმეტიკის მრეწველობაში კამელიის თესლების ზეთს იყენებენ საუკეთესო პომადების დასამზადებლად, ფოთლების ნახარში კი თმისთვის უებარი ელექსირია, რომელიც მას ბზინვარებას ანიჭებს და თან არომატულიცაა.

კამელიის ქერქსა და ფესვებს იყენებენ მედიცინაშიც, კუჭ-ნაწლავის დარღვეული ტრაქტის მოსაწესრიგებლად.
იაპონურ-ჩინური კამელიის ფოთლებისგან იღებენ ეთერზეთებს, რომელიც ევგენოლის 97%-ს შეიცავს.

ცნობილია, რომ კამელიისგან ჩაის ამზადებენ, ჩვენთვის ჩვეულ შავ ან მწვანე ჩაის აკეთებენ ჩინური კამელიის ფოთლებისგან ან ინდური კამელიისგან.

ევროპაში კამელია პირველად XVI საუკუნეში გამოჩნდა. ამ მცენარემ დასახელება მიიღო იეზუიტი ბერის იოსებ კამელისგან, რომელმაც კამელიის ბუჩქი ფილიპინებიდან ესპანეთში ჩაიტანა და იქიდან მთელ ევროპაში გავრცელდა.

საფრანგეთში კამელიას ისეთივე აჟიოტაჟით შეხვდნენ, როგორც თავის დროზე ტიტებს - ევროპაში. კამელია დიდგვაროვანთა და მდიდართა ყვავილად და ძვირფას საჩუქრად მიიჩნეოდა.

კამელიის ყვავილი თვეში ოცდახუთი დღე თეთრია, ხუთი დღე კი - წითელი. მისი ფოთლები თითქოს ცვილისგან არის შექმნილი და უსიცოცხლოდ გამოიყურება. ეს ყვავილი ადამიანს კიდეც იზიდავს და კიდეც განირიდებს.

ამიტომაც მას ლამაზ, მაგრამ უსულო ყვავილად აღიქვამენ და იგი იმ ლამაზი, მაგრამ უსულგულო ქალების სიმბოლოდ იქცა, ვინც მამაკაცს ატყვევებს, თუმცა კი არ უყვარს.

ალექსანდრე დიუმას რომანის ("ქალი კამელიებით") სიუჟეტს საფუძვლად რეალური ამბავი დაედო. რომანი იმ პერიოდში დაიწერა, როდესაც კამელიამ მისი თაყვანისმცემლების გული დაიპყრო.

ნაწარმოების პერსონაჟი პარიზის ულამაზეს ქალად აღიარებული მარი დიუპლესი იმდენად იყო ამ ყვავილზე შეყვარებული, რომ კამელიას არ იშორებდა. როდესაც მარი გარდაიცვალა, მისი საფლავი კამელიის ყვავილებით დაფარეს.

ჟურნალი "ბომონდი"
კომენტარები (10)
მაია
კამელიას ამრავლებენ ტოტით. სამ კვირტზე გადაჭერით ტოტი, ერთი დღე მოათავსეთ ზრდის დამაჩქარებელ წყალში მეორე დღეს ჩარგეთ ისე, რომ ორი კვირტი დაიფაროს მიწით, ერთი - ზევით დარჩეს . გაუკეთეთ საჩრდილებელი (ნავესი), მზემ რომ არ დაწვას. უმჯობესია გამხმარი ბალახებით ან - ჩალით. კამელიის გასამრავლებელი დღეა 10 ( ათი)ივლისი.
დიმა
კამელიის გამრავლება ტოტით ჯობია. იმ შემთხვევაში თუ თესლით გავამრავლებთ დიდიხანი ყვავილს არიძლევა....
ეტერი
რამდენ წელსჰი იწყებს ყვავილობას?
გულო
როგორ გავამრავლო კამელია თესლით თუ ტოტებით
ირმა
კამელია ცცნობილი იაპონური ბრენდის შისეიდოს სიმბოლოა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
როგორ ვუშველოთ ოთახის მცენარეებს ზამთარში
15:26 / 14-11-2017
ზამთრის პერიოდში ყვავილები განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს.
6 მცენარე, რომლებიც სახლში ჰაერს წმენდს!
15:09 / 27-10-2017
გარშემო დაბინძურებული ჰაერია და უნდა ვეცადოთ, რომ შინ მაინც გვქონდეს სუფთა ჰაერი. ამისათვის კი სახლში საჭირო მცენარე უნდა მოაშენოთ.
ზუგდიდის ყველაზე ლამაზი ეზო, რომელსაც 46 წლის კაცი შვიდი წელია საკუთარი ხელით აშენებს
16:16 / 25-09-2017
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში მცხოვრებმა პაატა გოგელიამ სხვადასხვა დეკორატიული ელემენტით საკუთარი ეზოს მოწყობა შვიდი წლის წინ დაიწყო.
თუ ყვავილების მიწას ამ მარტივი სასუქით გაანოყიერებთ, მცენარეები ელვის სისწრაფით გაიხარებენ
11:31 / 21-09-2017
ნებისმიერი ოთახის ყვავილი საჭიროებს სასუქის შეტანას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვეგეტატიურ პერიოდში. თუ გსურთ, მცენარემ ყვავილობა ცივ ამინდშიც შეძლოს, მარტივი სასუქის რეცეპტი მოამზადეთ.
15 ოთახის მცენარე, რომელიც განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს
14:36 / 20-08-2017
თუ იების, ორქიდეების მოვლას ვერ ახერხებთ, მოაშენეთ ყვავილები, რომლებსაც ნაკლები მოვლა სჭირდებათ. ასეთი საკმაოდ ბევრია.
5 მცენარე კოღოების წინააღმდეგ
11:24 / 06-07-2017
კოღოებთან ბრძოლა მარტივია. მთავარია, ამ 5 მცენარიდან ერთ-ერთი მუდმივად იქონიოთ ოთახში.
ფულის ხე
12:02 / 30-06-2017
ამბობენ, რომ ფენ-შუის ანუ, როგორც მას ეძახიან, ფულის ხეს დიდი ფინანსური წარმატება მოაქვს იმ ოჯახისთვის, რომელშიც ის ხარობს.
ყველაზე ალერგიული ქოთნის მცენარეები
12:42 / 25-04-2017
ალერგია 21-ე საუკუნის "მოუშორებელი ჭირია". სამწუხაროდ, ამ პრობლემას ვერც ბავშვს ავარიდებთ თავიდან. ამ დაავადების სიმპტომები მრავალფეროვანია - შეიძლება ოდნავი გამონაყარითაც გამოიხატოს და ძლიერი კვინკეს შეშუპებითაც დასრულდეს.
15 ბოსტნეული, რომელიც შეგიძლიათ შეჭამოთ და ისევ გაზარდოთ
16:03 / 20-04-2017
ნუ იჩქარებთ ბოსტნეულის ნარჩენების გადაყრას, მათ გამოზრდას ოჯახის პირობებშიც შეძლებთ.
3 ინგრედიენტი, რომელიც ნებისმიერ მცენარეს გააცოცხლებს!
12:24 / 09-03-2017
შვებულებაში წახვედით, დაგავიწყდათ მცენარეების მორწყვა, მზის სინათლე მოაკელით ქოთნის ყვავილს და შედეგად - მან მოიწყინა.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30