დღეს ვისაუბრებთ ტელეფონის ნომრის ენერგიაზე, ანუ, როგორ გავლენას ახდენს ნუმეროლოგიურად ტელეფონის ნომერი მის მფლობელზე.
ამა თუ იმ რიცხვის ენერგია რომ განვსაზღვროთ, ის ჯერ ერთ ციფრამდე უნდა დავიყვანოთ და შემდეგ გავარკვიოთ, როგორი იქნება მისი ზემოქმედება.
ბინის ტელეფონის ნომერი, მისი საბოლოო ციფრის გამოთვლისას, ყოველგვარი კოდის გარეშე უნდა შევკრიბოთ, ანუ მხოლოდ ტელეფონის ნომერში შეტანილი ციფრები, ხოლო თუ მობილური ტელეფონის ნომრის საბოლოო ციფრის განსაზღვრა გვსურს, მაშინ ამ ნომრის შეკრება უნდა დავიწყოთ 5-იანით, შემდეგ მივუმატოთ მობილური კომპანიის კოდის (99, 98, 77, 93 და ა.შ.), ბოლოს კი ტელეფონის ნომერში შემავალი ციფრები.
მიღებული რიცხვი კი დავიყვანოთ ერთ ციფრამდე. მაგალითად, მობილური ტელეფონის ნომერია: 5 (11) 88-75-93. შევკრიბოთ ამ ტელეფონის ნომერში შემავალი ციფრები: 5 + 1 + 1 + 8 + 8 + 7 + 5 + 9+ 3 = 47. ჯამში შემავალი ციფრები შევკრიბოთ: 47 = 4 + 7 = 11 და მიღებული რიცხვის ციფრები ისევ შევკრიბოთ, ანუ დავიყვანოთ ერთ ციფრამდე: 11 = 1 + 1 = 2, ე.ი. ნომრის 5 (11) 88-75-93-ის ნუმეროლოგიური ჯამი უდრის 2-ს.
თუ თქვენი ტელეფონის ნომრის ნუმეროლოგიური ჯამია:
ციფრი 1: ეს ნომერი სასიკეთოა აქტიური და ენერგიული ადამიანისთვის. ამ ნომრიან ტელეფონზე საუბრისას შეიძლება გადაწყვიტოთ იურიდიული საკითხები. ტელეფონის ნომერი, რომლის ციფრთა ჯამი უდრის 1-ს, ხელსაყრელია ხელმძღვანელი პირებისთვის.
ციფრი 2: სასურველია, ეს ნომერი პირადი ცხოვრების საკითხების გადაწყვეტასა და ადამიანებთან ურთიერთობისთვის გამოიყენოთ, ბიზნესის საკითხებზე საუბრისას ეს ნომერი წარმატებას ვერ მოგიტანთ.
ციფრი 3: ეს ნომერი სასიკეთოა მოგზაურისთვის, სპორტსმენისთვის, სამხედო პირისთვის, ჟურნალისტისთვის. ამ ნომრიანი ტელეფონით შეგიძლიათ გადაჭრათ როგორც საქმიანი, ისე პირადი საკითხები.
ციფრი 4: ეს ნომერი დაკავშირებულია ინფორმაციის მიღებასთან და კარგია ისეთი პირებისთვის, რომლებიც კომერციულ გარიგებებში მონაწილეობენ.
ციფრი 5: ეს არის თავდაჯერებული და მიზანსწრაფული ადამიანის ტელეფონის ნომერი. ვიდრე ამ ნომრიანი ტელეფონიდან დარეკავთ, კარგად მოიფიქრეთ სათქმელი.
ციფრი 6: თუ ამ ნომრიან ტელეფონს ატარებთ, საუბრისას ტაქტი და დიპლომატია გამოიჩინეთ. კარგი ნომერია საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის.
ციფრი 7: ეს ნომერი უფრო მიესადაგება ორგანიზებულ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლია წინაღობების გეგმაზომიერად გადალახვა. ციფრ "7"-ს სიკეთე მოაქვს ბიზნესთან და პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრისას.
ციფრი 8: ამ ნომრით შეიძლება გადაჭრათ ხელოვნებასთან დაკავშირებული საკითხები. წარმატებას მოუტანს რეჟისორებს და გამომგონებლებს, რომლებიც მუშაობენ ციფრულ ტექნოლოგიებში.
ციფრი 9: ეს ნომერი სასურველია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დაკავშირებული არიან ლიტერატურასთან, სულიერებასთან, ეზოტერიკასა და მუსიკასთან.
ასტროლოგი რამაზ გიგაური
გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)