პატი ვუდი, ფსიქოლოგი და სხეულის ენაზე რამდენიმე წიგნის ავტორი, ირწმუნება, რომ ადამიანები პირობითად 4 პიროვნულ ტიპად იყოფიან: ლიდერი, მრჩეველი, მიმდევარი და ფრთხილი კორექტორი.
"ყველაფერი, რასაც აკეთებთ, თქვენი ტიპის ანარეკლია".
დიახ, ყველამ ოდესღაც ისწავლა ბიუსტჰალტერის ჩაცმა, მაგრამ ვერც კი წარმოგიდგენიათ, რომ ქვეცნობიერად, ხერხი, რომელიც აირჩიეთ, თქვენს პიროვნებაზე მეტყველებს.
თავად განსაჯეთ:
იკრავთ ზურგს უკან
ტრადიციების მიმდევარი ხართ, იცავთ წესებს, რომლებიც ბავშვობიდანვე გასწავლეს. საზოგადოებაში არ გიჭირთ და ბევრი მეგობარი გყავთ.
ჯერ წინ იკრავთ, შემდეგ უკან ატრიალებთ
ძალიან გიყვართ საკუთარი თავი და კომფორტი. გსიამოვნებთ ყურადღება. თქვენი თეთრეული თქვენს ღირსებებს უსვამს ხაზს. არ ხართ მზად, სხვებს უხელმძღვანელოთ, გირჩევნიათ, რომ აქეთ გეთაყვანებოდნენ.
იყენებთ ბიუსტჰალტერს, რომელსაც შესაკრავი წინ აქვს
თქვენ ხართ ის, ვინც ტრადიციებს ცვლის, გააჩნია საკუთარი მოსაზრება და მზად არის, ადამიანებს ახალი გზა დაანახოს. ნამდვილი ლიდერი ხართ.
იცვამთ უკვე შეკრულ ბიუსტჰალტერს, როგორც მაისურს
ფრთხილი კორექტორი ხართ. არ არის არაფრის შეცვლა საჭირო, სიმშვიდე და სტაბილურობა გირჩევნიათ. თავს სპორტულ და მოსახერხებელ ბიუსტჰალტერებში გრძნობთ კომფორტულად. შეგიძლიათ ერთი და იგივე მოდელი წლობით შეიძინოთ.
ასევე იხილეთ:
"ის ან ძალიან პატარაა, ან აქეთ-იქით გარბის" - მკერდთან დაკავშირებული უხერხული მომენტები, რომელსაც მხოლოდ ქალები გაიგებენ