ალბათ, ყველა თქვენგანს უთამაშია ბავშვობაში (და არამარტო) X-0 და გვშურდა მათი, ვინც მარტივად იგებდა ამ თამაშს. ვინ იფიქრებდა, რომ არსებობს რამდენიმე ხრიკი, რომლის მეშვეობითაც მართლაც უმარტივესია, ყოველთვის მოგებული დარჩეთ!
გთავაზობთ გამოცდილი მოთამაშეების მომგებიან 3 სტრატეგიას.
ვარიანტი I
ნაბიჯი 1. თქვენი სვლა. დასვით X ნებისმიერ კუთხეში.
ნაბიჯი 2. მოწინააღმდეგე სვამს 0 ნებისმიერ კუთხეში.
ნაბიჯი 3. თქვენი სვლა. დასვით X ნებისმიერ თავისუფალ კუთხეში.
ნაბიჯი 4. მოწინააღმდეგე თავს იცავს.
ნაბიჯი 5. თქვენი სვლა. დასვით X მეორე თავისუფალ კუთხეში. მიუხედავად მოწინააღმდეგის სვლისა, თქვენ გამარჯვებული ხართ!
ვარიანტი II
ნაბიჯი 1. თქვენი სვლა. დასვით X ნებისმიერ კუთხეში.
ნაბიჯი 2. მოწინააღმდეგე სვამს 0 შუაში.
ნაბიჯი 3. თქვენი სვლა. დასვით ახალი X პირველის დიაგონალზე, საპირისპირო კუთხეში.
ნაბიჯი 4. თუ მოწინააღმდეგემ დასვა 0 კუთხეში, თქვენ გაქვთ შანსი, მოიგოთ.
ნაბიჯი 5. თქვენ სვამთ X ისე, რომ ბლოკავთ მოწინააღმდეგეს. მიუხედავად შემდეგი სვლისა, თქვენ კვლავ გამარჯვებული ხართ.
ვარიანტი III
ნაბიჯი 1. თქვენი სვლა. დასვით X შუაში.
ნაბიჯი 2. თუ მოწინააღმდეგემ დასვა 0 ზედა ხაზის შუაში, თქვენ გაქვთ შანსი, მოიგოთ.
ნაბიჯი 3. თქვენი სვლა. დასვით X ქვედა მარჯვენა კუთხეში.
ნაბიჯი 4. მოწინააღმდეგე თავს იცავს.
ნაბიჯი 5. თქვენი სვლა. დასვით X ისე, რომ ჩაუკეტოთ გზა მოწინააღმდეგეს და მოგებული ხართ!