უმარტივესი ტესტი 4 კითხვისგან შედგება და დაგეხმარებათ, გამოიცნოთ არა მარტო თქვენი, არამედ გარშემო მყოფების ხასიათიც.
კითხვები
1. გადააჯვარედინეთ ხელები.
თუ მარცხენა ხელის დიდი თითი მოხვდა ზემოდან, 1 დაიწერეთ, თუ მარჯვენა - 2.
2. წარმოიდგინეთ, რომ დახუჭული თვალით რაღაცას უმიზნებთ...
თუ დახუჭეთ მარჯვენა თვალი, 1 დაიწერეთ, თუ მარცხენა - 2.
3. ხელები მკერდზე გადაიჯვარედინეთ
რომელი ხელი აღმოჩნდა ზემოდან? თუ მარჯვენა, დაიწერეთ 2, თუ მარცხენა - 1.
4. დაუკარით ტაში
თუ მარცხენა ხელი ზემოდანაა, დაიწერეთ 1, თუ მარჯვენა - 2.
პასუხები
2222 - კონსერვატორი ხართ. არ გიყვართ უსიამოვნებები.
2221 - გიჭირთ გადაწყვეტილებების მიღება.
2212 - კომუნიკაბელური ადამიანი ხართ. საერთო ენას ყველასთან ადვილად პოულობთ.
2111 - ყველაფერს თავად აკეთებთ, სხვების დახმარება არ გჭირდებათ.
2211 - რბილი ხასიათი გაქვთ. ფრთხილი ხართ, ურთიერთობაში - ცივი.
2121 - დაუცველი ხართ და ადვილად ექცევით გარშემო მყოფთა გავლენის ქვეშ.