აკვარელით შესრულებული 5 ნახატიდან აირჩიეთ ერთ-ერთი და გაიგეთ, თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები.
1.
2.
3.
4.
5.
თუ პირველი ნახატი აირჩიეთ
საქმეებს ცივი გონებით, მაგრამ ენთუზიაზმით უდგებით. არ გიყვართ მონოტონური საქმიანობა. ძლიერი ენერგეტიკა გაქვთ, მაგრამ კონცენტრირებას იშვიათად ახერხებთ. გირჩევთ, ძალების აღსადგენად მედიტაციას მიმართოთ.
თუ მეორე ნახატი აირჩიეთ
საქმეები საპასუხისმგებლოა, მაგრამ სიამოვნებას არ განიჭებთ. აფასებთ კოლექტივს, არ აკლდებით კორპორატიულ შეხვედრებს. ზოგჯერ სამსახური ბევრ დროს გართმევთ, უძილობით იტანჯებით. მოუსმინეთ სასიამოვნო, დამამშვიდებელ მუსიკას.
თუ მესამე ნახატი აირჩიეთ
ლიდერი, აქტიური ხართ და მუდამ დაკისრებულზე მეტ საქმეს აკეთებთ. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევთ ფინანსებს და წვრილმანებს. გიყვართ სწავლა, მაგრამ არ გიყვართ, როცა მუშაობაში ხელს გიშლიან. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი და აქტიურ დასვენებაზეც იფიქრეთ.
თუ მეოთხე ნახატი აირჩიეთ
თქვენთვის მნიშვნელოვანია იდეა და წვრილმანებს ყურადღებას ნაკლებად აქცევთ. აქტიური ხართ, მაგრამ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება არ გიყვართ. იქნებოდით დღესასწაულების ან კონკურსების საუკეთესო ორგანიზატორი.
თუ მეხუთე ნახატი აირჩიეთ
დრო იდეალურად გაქვთ განაწილებული - სამსახურში მუშაობთ, საღამოს ოჯახთან ერთად ატარებთ. ნებისმიერ საქმეს, რომელსაც ხელს კიდებთ, სრულყოფილად ასრულებთ. ენერგიის აღსადგენად კარგია, დილით ვარჯიში ან საღამოს იოგა.