რომელ ფეხსაცმელს ჩაიცვამდით? აირჩიეთ და გამოსცადეთ.
1. ქალური და რომანტიკული
არ გჯერათ, რომ თანამედროვე სამყაროში რაინდები და პრინცები აღარ არსებობენ. კეთილი და ცოტათი გულუბრყვილო ხართ. მუდამ გულის კარნახით მოქმედებთ.
2. არისტოკრატიული და დახვეწილი
ყოველდღიურ სამოსშიც კი ელეგანტურად გამოიყურებით. მამაკაცები მუდამ კომპლიმენტებით განებივრებენ. ამაყი ხართ და საკუთარი თავის დაჩაგვრის უფლებას არავის აძლევთ.
3. ნამდვილი გამოცანა
ლამაზი ხართ, მამაკაცები აღფრთოვანებულები არიან თქვენით, მაგრამ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებში პოპულარობის მიუხედავად, მხოლოდ ერთი კაცის ერთგული ხართ.
4. იდეალური ქალი
თქვენნაირ ცოლზე ოცნებობს ყველა მამაკაცი. იდეალური დიასახლისი და ვნებიანი საყვარელი ხართ. იცით, როგორ მოაწონოთ გარშემო მყოფებს თავი. სამართლიანი ხელმძღვანელი ხართ და კოლეგები გაფასებენ.
5. გულახდილი და გულწრფელი
ეგოიზმის ნატამალიც კი არ გირევიათ. მუდამ ოჯახზე, მეგობრებსა და ქმარ-შვილზე ფიქრობთ. ახალგაზრდობაში ერთმა მამაკაცმა გული გატკინათ და ახლა მათი აღარ გჯერათ. თქვენ ისეთ მამაკაცს იმსახურებთ, რომელიც ხელისგულზე გატარებთ.
6. არაორდინარული ქმნილება
ერთი მზერით ხიბლავთ გარშემო მყოფებს. წინ მაღლა აწეული თავით მიიწევთ. ზოგიერთს გულცივი ჰგონიხართ, მაგრამ ასეა არაა. თქვენ იცით, რა გსურთ და როგორ მიაღწიოთ სასურველს.