აირჩიეთ მსახიობი, რომელთანაც პაემანზე წახვიდოდით და ჩვენ ამოვიცნობთ თქვენს ხასიათს.
ბევრი გოგონა ოცნებობს მსახიობთან რომანზე. აირჩიეთ თქვენი ტიპაჟის მსახიობი და თქვენი პიროვნული დახასიათების საინტერესო ახსნას გაეცანით.
A - რაციონალისტი
პრინციპული ადამიანი ხართ. სიყვარულში საყოველთაო წესებს ექვემდებარებით. სასიყვარულო პარტნიორს წვრილმანებზე არ ეჩხუბებით, რადგან იცით, რომ ბუნებაში იდეალური ადამიანი არ არსებობს. იცით, რომ რეალური სიყვარული ზღაპარში წაკითხულისგან რადიკალურად განსხვავდება.
B - მსახიობად დაბადებული
ემოციური და შემოქმედებითი ადამიანი ხართ. ადამიანები ნიჭისა და კრეატიულობის გამო გაფასებენ. ემოციურობის გამო თქვენი ცხოვრება აიწონა-დაიწონას ჰგავს. შეყვარებული ხართ თავად სიყვარულზე, უზომოდ რომანტიკული ხართ. აბედნიერებთ ადამიანებს.
C - მხიარული და კეთილი
მომხიბლავი და იუმორის გრძნობით დაჯილდოებული ადამიანი ხართ. ადვილად ნახულობთ საერთო ენას გარშემო მყოფებთან. გარდა ამისა, კარგად გრძნობთ სხვათა ემოციურ მდგომარეობას. ამიტომაცაა, რომ გარშემო მყოფები გიმხელენ საიდუმლოებებს და გაკითხავენ რჩევისთვის.
D - საკუთარ თავში დარწმუნებული
კეთილი და რბილი ადამიანი ხართ. ზოგჯერ ზედმეტად ემოციური ხდებით და ცრემლებიც მოგდით. გიყვართ სხვაზე ზრუნვა; სხვათა ვალდებულებების საკუთარ თავზე აღება, ამასთანავე, ხართ პრინციპული და მიზანმიმართული.