ყველას სურს, გაიგოს, რა ელის მომავალში. აირჩიეთ ერთ-ერთი სიმბოლო მოცემული ნახატიდან და წაიკითხეთ წინასწარმეტყველება.
ბაფთა
მოერიდეთ კონფლიქტს ნათესავებთან და მეგობრებთან. იყავით მეგობრული, ბრძენი. გამონახეთ კომპრომისის გზები.
სასწორი
დაემშვიდობეთ იმას, რაც განვითარებაში, წინსვლაში გიშლით ხელს. ახალი შესაძლებლობები გამოგიჩნდებათ, მაგრამ თავადაც უნდა გააქტიურდეთ.
გოგონა
მამაკაცისთვის სასიამოვნო ნაცნობობას ნიშნავს. ქალს მიანიშნებს, რომ უნდა იყოს ქალური და ნაზი. მამაკაცებს კაბაში უფრო მოეწონებით. იყავით პოზიტიური, ღიმილიანი.
ხე
სიბრძნის სიმბოლოა. თქვენი ცოდნა გადაგარჩენთ. საუკეთესო ხართ თქვენს საქმეში და სასიამოვნო ცვლილებები გელით.
ეტლი
მოგზაურობა გელით. სადაც გაიცნობთ ადამიანებს, ახალ კულტურას, წეს-ჩვეულებებს. ახალს და სასარგებლოს გაიგებთ.
გასაღები
დაისახეთ მიზანი და აუცილებლად მიაღწევთ მას. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საჭირო ადამიანებთან. იყავით დაკვირვებული და გააკეთეთ სწორი არჩევანი.
ბეჭდები
თუ დაქორწინებული არ ხართ, მომავალ პარტნიორს გაიცნობთ. დაქორწინებული იყავით პოზიტიური, გააუმჯობესეთ ურთიერთობა მეუღლესთან.
გემი
ცვლილებების დროა. თავად უნდა გადაწყვიტოთ, რომელ გზას აირჩევთ და რა გახდება თქვენთვის პრიორიტეტული, სირთულეებს კი ნუ შეუშინდებით, თქვენ ყველაფერს დაძლევთ.
ასევე იხილეთ:
ჩაიფიქრეთ სურვილი, აირჩიეთ ვარსკვლავი და გაიგეთ, აგისრულდებათ თუ არა ნატვრა