შეგიმჩნევიათ, რომ სხვადასხვა ადამიანს ნეკა თითის განსხვავებული ზომა აქვს? რას შეიძლება ეს ნიშნავდეს? ძველ დროს ამ საკითხზე ქირომანტებს მიმართავდნენ, რომლებიც მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.
დღეს ხელზე მკითხაობა ნაკლები პოპულარობით სარგებლობს, ასე რომ დავიტოვოთ მომავალი მომავლისთვის. ჩვენ ხომ აწმყო უფრო გვაინტერესებს!
გვსურს, მეტი ვიცოდეთ საკუთარ თავზე, მაგალითად, რას ნიშნავს თითების სხვადასხვა სიგრძე და როგორ ზემოქმედებს ეს ჩვენზე უკვე დღესვე.
მაშ ასე, აღმოჩნდა, რომ ადამიანის ნეკა თითის ზომა 3 ტიპად იყოფა და ამ თავისებურებას ბევრი რამის თქმა შეუძლია პიროვნებაზე.
А ტიპი
თუ თქვენი ნეკა თითი არათითის პირველ ფალანგას სწვდება, ე.ი. ძალიან გაწონასწორებული და ორგანიზებული ადამიანი ხართ. ბუნებით, წესრიგისადმი ხართ მიდრეკილი, გიყვართ, როდესაც ყოველ ნივთს თავისი ადგილი აქვს მიჩენილი. ინსტინქტურად არიდებთ თავს ქაოსს. გაურკვევლობამ შეიძლება წონასწორობიდან გამოგიყვანოთ. გადაწყვეტილებებს სწრაფად ვერ იღებთ. თქვენი თავდაჯერებულობა საკუთარი პიროვნების ღრმა შეცნობიდან მოდის. ეს სხვებისგან გამოგარჩევთ.
B ტიპი
თუ თქვენი ნეკა თითი არათითის პირველი ზოლის ოდნავ დაბლა იმყოფება, ე.ი. ძალიან ემოციური და მგრძნობიარე ადამიანი ხართ. მუდამ ეცდებით დაეხმაროთ მათ, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება. თუ ვინმეს ენდობით, ამას უპირობოდ აკეთებთ.
ემპათიისადმი ხართ მიდრეკილი. სხვა ადამიანების ემოციები კარგად გესმით, შეგიძლიათ საკუთარი თავი დააყენოთ მათ ადგილას. ეს იშვიათი თვისებაა.
ასე გააგრძელეთ. ცოტა ვინმეს თუ შეუძლია თქვენსავით გასცეს სითბო.
С ტიპი
თუ თქვენი ნეკა თითი არათითის ზედა ხაზზე გრძელია, ე.ი. თავდაუზოგავი ხართ, იქნება ეს სამსახური თუ პირადი ურთიერთობები. განსაკუთრებულად გულუხვი ხართ. გარდა ამისა, შეგიძლიათ საიდუმლოების შენახა, მუდამ ფტილად და ტაქტიანად იქცევით საზოგადოებაში. სიკეთის სანაცვლოდ, ადამიანებისან სამართლიან და კარგ განწყობას ითხოვთ. მოგწონთ ისეთი ადამიანების გარემოცვა, რომლებიც სიყვარულსა და სითბოს გჩუქნიან და გიღებენ ისეთს, როგორიც ხართ.
<div></div>
<div></div>
<div></div>