ჩვენ ყველას გაგვაჩნია გამორჩეულად საყვარელი ფერები. ასევე, ჩვენს წარმოსახვაში შეიძლება არსებობდეს ფორმები, რომლებსაც უპირატესობას ვანიჭებთ. განწყობა და გემოვნება გამოიხატება ჩვენს არჩევანშიც. მაგ: როცა ტანსაცმელს, სახლის დეკორაციებს, ვარცხნილობას ან მუსიკას ვირჩევთ.
მოდი, გადავხედოთ მოცემულ ფოტოს და ავირჩიოთ სიმბოლო, რომელიც ჩვენთვის უფრო მისაღებია.
გაითვალისწინეთ ფერებიც და ფორმაც, შემდეგ კი გაეცანით პასუხს.
1. ჰაეროვანი
თქვენ, დიდი ალბათობით, თბილი ამინდი გიყვართ და ამასთან ერთად, სანაპიროზე სეირნობაც. მშვენივრად იცით, თუ როგორ უნდა დაისვენოთ და შეინარჩუნოთ სიმშვიდე თუნდაც ყველაზე გიჟურ სიტუაციებში. ადამიანებს უყვართ თქვენთან ერთად დროის გატარება. ეს ყოველივე კი იმის გამო ხდება, რომ თბილი და მშვიდი პიროვნება ხართ.
2. თანამგრძნობი
თქვენ ადამიანების გრძნობებთან ხართ დაკავშირებული და ამ გრძნობების გაზიარება შეგიძლიათ. თქვენ ხართ თანამგრძნობი, სულიერებით აღსავსე.
არაა გამორიცხული, რომ იყოთ ვეგეტარიანელი (ან შეიძლება სცადეთ თქვენი ცხოვრების გარკვეულ მომენტში, რომ ვეგეტარიანელი ყოფილიყავით). ისიამოვნეთ ლაშქრობებით, ცხელი ჩაით და კარგი წიგნით. თქვენ თანაბრად გიყვართ ძაღლებიც და კატებიც.
3. ცეცხლოვანი
თქვენ მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანი ხართ და საერთოდ სისასტიკის მომხრე ნაკლებად ხართ. გაქვთ შესანიშნავი აღქმა, სტილი - არა მხოლოდ მოდასთან დაკავშირებული თვალსაზრისით, არამედ თქვენი სახლის და დეკორაციების გათვალისწინებითაც. შესაძლოა, შინაური ცხოველი გყავდათ, მაგალითად, კატა.
4. მხიარული
თქვენ წვეულების მეფე ან დედოფალი ხართ. ადამიანებს უყვართ თქვენი სპონტანური და ველური ბუნება. ღამე გარეთ დიდხანს ხართ. ახალი ნაცნობების გამო ზოგჯერ თავს უხერხულად გრძნობთ და ნერვიულობთ. ეს უკანასკნელი დაკავშირებულია თქვენს ბავშვობასთან. გიყვართ დელფინები.
5. რაციონალური
თქვენ შეიძლება დედამიწაზე ყველაზე რაციონალური პიროვნება იყოთ. ადამიანები პატივს სცემენ თქვენს მოსაზრებებს და უყვართ თქვენგან რჩევის მიღება იმის გამო, რომ გააზრებულად მოქმედებთ. ძალიან გულწრფელი ხართ და ზოგჯერ ნერვიულობთ, რაც თქვენს პიროვნებას იმ მომენტში მოსაწყენს ხდის. მაგრამ ნუ შეგეშინდებათ -მოსაწყენი ნამდვილად არ ხართ! თქვენ კატებზე მეტად ძაღლები მოგწონთ.
6. ღრმა
მდინარეები, რომლებიც თქვენში არსებობს, ძალიან ღრმა კალაპოტით გამოირჩევა. გაგაჩნიათ ძლიერი გრძნობები საზოგადოებისა და პოლიტიკის მიმართ. თქვენ გიყვართ ხმამაღალი მუსიკა და თითქმის არაფრის არ გეშინიათ. თქვენი მეგობრები თქვენს ოჯახს ჰგვანან. ერთგული, ძლიერი და გამძლე ხართ.