თვალებს ყველაფრის დანახვა შეუძლიათ, მაგრამ გონება რასაც პირველად აღიქვამს და წინა პლანზე წამოსწევს, ეს ცალკე საკითხია.
გონება ირჩევს იმას, რაც მისთვის მნიშვნელოვანია. ამ კონკრეტული ტესტის მეშვეობით ნახავთ, რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი. ამგვარ ტესტებს ბოლომდე სერიოზულად შეიძლება არც აღიქვამდეთ, თუმცა სავსებით შესაძლებელია, რომ გაამართლოს კიდეც. სწორედ ამიტომ, თქვენი პასუხები ძალიან მნიშვნელოვანია. გაგვიზიარეთ, დაემთხვა შედეგი თუ არა.
იმ შემთხვევაში, თუ პირველად ბავშვი დაინახეთ:
თქვენ მოგწონთ, როდესაც საკუთარ თავს დროს უთმობთ. ეცადეთ, რომ თავი დამნაშავედ არ იგრძნოთ.
სავსებით ნორმალურია, თუ თქვენი სამყარო გაქვთ და ზოგჯერ მარტო ყოფნას ამჯობინებთ.
წარმოადგენდე შენს თავს და იყო განსაკუთრებული - ეს ხომ მშვენიერია!
იმ შემთხვევაში, თუ პირველად წყვილი შენიშნეთ:
თქვენ უზომოდ გიყვართ მეგობრები და მათ გარემოცვაში ყოფნაზე გიჟდებით.
ეს გრძნობა არ გეცვლებათ, იმის მიუხედავად, რომ მათ შესაძლოა სულაც არ მოსწონთ ხმაურიანი წვეულებები და უცხო ადამიანების გარემოცვაში ყოფნა.
რამდენიმე ძალიან ახლო მეგობარი გყავთ და მათთვის აბსოლუტურად ყველაფერს გააკეთებთ. სხვების კეთილდღეობა თქვენთვის მნიშვნელოვანია.
იმ შემთხვევაში, თუ პირველად ხეები შეამჩნიეთ:
თქვენ ძალიან გამძლე და საინტერესო პიროვნება ხართ.
როგორც წესი, ყოველთვის გახსნილი ხართ ახალი გამოცდილებისთვის და ურთიერთობებისთვის.
თქვენთვის ცვლილება შიშს სულაც არ უკავშირდება, რაოდენ გრანდიოზულიც უნდა იყოს ის. პასუხი მარტივია, თქვენ გიყვართ ცვლილებები!