გოგოებო, რა თქმა უნდა, თქვენ ნამდვილი დედოფლები ხართ! მე გირჩევთ ამ პატარა ტესტის მეშვეობით გაერთოთ და გაარკვიოთ, თუ რისი თქმა შეუძლია თქვენივე არჩეულ გვირგვინს, თქვენს შესახებ.
გვირგვინი #1
თქვენ ნამდვილი ვულკანი ხართ: გარეგნულად მიუწვდომელი, მაგრამ თქვენში ვნებებით სავსე ზღვა მძვინვარებს. ემოციებს ყოველთვის აკონტროლებთ. გათავისუფლდით ემოციებისგან. გამუდმებით ნუ შეიკავებთ თავს - ეს კარგის გამომწვევი არ იქნება.
თქვენს თვალებში ცეცხლია, რაც მამაკაცებს იზიდავს, მაგრამ ისინი გარეგნულ სიცივესაც ხედავენ. უყოყმანოდ გადადგი პირველი ნაბიჯი. დრო და დრო ნება მიეცით საკუთარ თავს, ჩამოხვიდეთ კვარცხლბეკიდან და ახალი, სანუკვარი ნაცნობის ყოლის შანსი გაზარდოთ.
გვირგვინი #2
თქვენ ძალიან კეთილი და ნაზი ხართ, გიყვართ სხვების დახმარება. გარშემომყოფები თქვენი ხასიათის გამო ძალიან გაფასებენ. ზოგჯერ თავს უფლებას აძლევთ იყოთ პატარა და კაპრიზული- როგორც ნამდვილი დედოფალი.
კაცები თაყვანს გცემენ, თქვენი ახირებები განსაკუთრებით მოსწონთ. მაგრამ ზოგჯერ თქვენ მათ მიმართ ძალიან კეთილი ხართ და ზოგს შეუძლია ეს ყოველივე საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. ნუ მისცემთ ასეთ პირებს უფლებას, რომ მსგავსად მოიქცნენ.
გვირგვინი #3
თქვენ ყოველთვის დარწმუნებული ხართ საკუთარ თავში და იცით, თუ როგორ უნდა შეინარჩუნოთ სახე ნებისმიერ სიტუაციაში. თქვენ ძალიან ძლიერი ინტუიცია გაქვთ. ამის წყალობით, ხშირად აღმოჩნდებით შესაბამის დროს- შესაბამის ადგილას.
იცით, თუ როგორ დაისახოთ მიზნები და მიაღწიოთ. თქვენ ინტერესის სფერო ფართოა და საერთო ენის პოვნა თითქმის ყველასთან შეგიძლიათ.
მამაკაცები ზოგჯერ მხოლოდ მეგობრულად გიყურებენ - შეეცადეთ უფრო ხშირად გაუსვათ ხაზი თქვენს ქალურობას, თუნდაც ახალი სუნელით.
გვირგვინი #4
თქვენ არისტოკრატული ჩვევებით აღსავსე, ნამდვილი ქალბატონი ხართ. ყოველთვის აღწევთ მიზნებს და პასუხისმგებლობა სხვებზე არ გადაგაქვთ. თქვენი სიტყვა ხელშეუხებელია. ამავე დროს, თქვენ შეხებით ზრუნავთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებზე და ყოველთვის ცდილობთ მიაქციოთ ყურადღება.
ოჯახი პირველ ადგულას დგას, ამიტომ თქვენ დედა დედოფლის სახე შეგეფერებათ. თქვენს გვერდით ყველაზე წარმატებული და ღირსეული კაცები არიან. თქვენ იცით, როგორ მოიზიდოთ მათგან საუკეთესო.