ტესტი

ბედისწერის ტესტი: რისი გამოსწორება ღირს ახლა თქვენს ცხოვრებაში

ბედისწერის ტესტი: რისი გამოსწორება ღირს ახლა თქვენს ცხოვრებაში
ეს ბედისწერის ტესტი საშუალებას გაძლევთ, გაიგოთ, რას განიცდით ამჟამად და რა უნდა გაკეთდეს, რომ ამ ეტაპზე ყველაფერი უკეთ იყოს.

ყურადღებით დააკვირდით ფოტოს, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი კარტი მოცემული სამიდან.
უკვე აირჩიეთ?
მოდით, გავეცნოთ პასუხებს:

კარტი #1

პირველი კარტი სიმამაცეს ნიშნავს.
თქვენ ყოველთვის გინდოდათ გარკვეული სიმაღლეებისთვის მიგეღწიათ, განვითარებულიყავით, მაგრამ სირთულეები და პრობლემები ხშირად გხვდებოდათ. თქვენ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ თქვენი ძალისხმევა, რათა როგორმე მიაღწიოთ სასურველს.
იმისთვის, რომ იპოვოთ თქვენი ბედნიერება და მიაღწიოთ მწვერვალს, ახლავე უნდა გადახედოთ თქვენს პრიორიტეტებს. საღი
აზროვნებით უნდა შეაფასოთ ყველაფერი, რაც ხელს გიშლით თქვენს გზაზე და სცადოთ ყველაფერი ნეგატივის აღმოსაფხვრელად. დაიმახსოვრეთ, უსაზღვრო ნიჭი, სიმტკიცე და ძალა თქვენში "ცხოვრობს" და თუ დაჟინებით მიდიხართ მიზნისკენ, წარმატებას მიაღწევთ.


კარტი #2

მეორე კარტი ნიშნავს ძლიერ შოკს.
თქვენ რაღაც განიცადეთ ან ახლა განიცდით. როგორც ჩანს, ეს სიტუაცია შიგნიდან გჭამთ: თქვენ ხშირად ფიქრობთ ამაზე და ხარჯავთ მთელ ძალას და დროს. ცდილობთ, გაიაროთ ეს ეტაპი.
თქვენი ბედნიერების მოსაძებნად უნდა დამშვიდდეთ და გარედან შეხედოთ ამ სიტუაციას. მხოლოდ „ცივი“ გონებით შეგიძლიათ გაიგოთ ის, რისი გაგებაც ადრე შეუძლებელი იყო.



კარტი #3

მესამე კარტი ნიშნავს - განკურნებას. ამ ეტაპზე თქვენ შინაგან დისკომფორტს განიცდით. გსურთ იგრძნოთ თქვენი ახლობელი ადამიანების მხრიდან ზრუნვა და ყურადღება. თქვენი ბედნიერების მოსაძებნად საჭიროა, რომ შეწყვიტოთ იზოლირება. ისევ დაიწყეთ საუბარი ხალხთან და გაუღიმეთ. გადაეცით თქვენს ოჯახს თქვენი სიყვარული და მზრუნველობა და ისინი ნამდვილად გიპასუხებენ. მარტოობა სიხარულს ვერ მოგიტანთ.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93