შეარჩიეთ წყვილი, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონებათ და გაიგეთ, როგორი ტიპის ურთიერთობა შეგეფერებათ.
წყვილი #1 თქვენ გჭირდებათ ლამაზი, ნათელი, რომანტიკული ურთიერთობა.
გსურთ თქვენი სასიყვარულო პერიოდი სამუდამოდ გაგრძელდეს და სრულყოფილი იყოს, თქვენი პარტნიორი კი ფლირტით გიწვევდეთ, კომპლიმენტებს გეუბნებოდეთ, ყვავილებს გჩუქნიდეთ. თქვენთვის მნიშვნელოვანია თავი ნამდვილ ქალად იგრძნოთ - ტკბილი, ნაზი ფლირტი გჭირდებათ.
წყვილი #2
თქვენ ურთიერთობაში გარკვეული დაპირისპირება გჭირდებათ. თქვენი თანამგზავრი თქვენზე სუსტი არ უნდა იყოს. ემოციები და მართვა თქვენთვის მნიშვნელოვანია, ისე, რომ თქვენ და თქვენი პარტნიორი ერთმანეთს ისევ და ისევ იპყრობდეთ. ეს ბრძოლა სავსეა ხიბლით, რომელშიც დამარცხებული სიამოვნებით ჩაბარდება გამარჯვებულს.
წყვილი #3
თქვენ ურთიერთობაში მხარდაჭერა და ზრუნვა გჭირდებათ. თქვენ გჭირდებათ ძლიერი მამაკაცი, პარტნიორი, რომელიც ყოველთვის მხარს დაგიჭერთ და პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ.
თუ თქვენი თანამგზავრი ფრთხილად გეპყრობათ და გაფასებთ, მაშინ ბრწყინვალედ გამოიყურებით, ბრწყინავთ და ამას ყველა ამჩნევს.
წყვილი #4
თქვენ კლასიკური ურთიერთობა მოგწონთ, სექსუალური და ძლიერი, რომელშიც არის ნდობა, ურთიერთგაგება, ერთმანეთზე ზრუნვა.
ასევე - ურთიერთპატივისცემა. ამის გარეშე ურთიერთობა არ გენდომებათ. თუ თქვენი პარტნიორი ნდობას გაგიღრმავებთ მომავალში, მაშინ თქვენ აბსოლუტურად ბედნიერი იქნებით ამ კაცთან.
წყვილი #5
ურთიერთობა, რომელშიც თქვენ ლიდერი ხართ, სწორედ თქვენთვის არის. თქვენმა კაცმა უნდა გაკონტროლოთ, მაგრამ არა გადაჭარბებულად, თქვენ ხომ დინამიკური, ენერგიული, აქტიური ადამიანი ხართ. დიასახლისის როლი გიხდებათ, მაგრამ თქვენს პარტნიორს, როგორც ჩანს, ძალიან მოსწონს ძლიერი ქალები.
წყვილი #6
როგორც ჩანს, ამ ეტაპზე თქვენ ურთიერთობა არ გჭირდებათ. თქვენ ხართ ჰარმონიაში საკუთარ თავთან და ასეც მშვენივრად ხართ. მოგწონთ თავისუფლება. აკეთებთ იმას, რაც გინდათ; დადიხართ, ვისთანაც გინდათ და ისე გამოიყურებით, როგორც თქვენ მოგწონთ. თუ პარტნიორი გყავთ, მაშინ თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მან თქვენი დამოუკიდებლობა მიიღოს და გაგიგოთ.