ადამიანის ნამდვილი ხასიათი ექსტრემალურ სიტუაციებში ვლინდება, თუმცა ზოგიერთი მაინც ახერხებს თავისი ნამდვილი თვისებების ოსტატურად დამალვას. ამიტომ ადამიანის სისუსტეების გამოსავლენად ფსიქოლოგები ტესტებს ხშირად იყენებენ.
გულახდილად გაეცით პასუხი, რომელი ცხოველი მოგხვდათ თვალში თავდაპირველად და ნახეთ, რამდენად ემთხვევა თქვენს შინაგან თვისებებს.
ცხენი
- ნამდვილად რკინის ნერვები გაქვთ, ხოლო გადაწყვეტილების მიღების სიჩქარეში ვერავინ შეგეჯიბრებათ. თუმცა სიტუაციის რაციონალურად შეფასება კარგად არ გამოგდით, რის გამოც თქვენი ქმედებები ხშირად სულელურად გამოიყურება. გახსოვდეთ, ზოგიერთ სიტუაციაში უფრო მეტი ყურადღება ხარისხზე უნდა გაამახვილოთ და არ შეიზღუდოთ თავი დროში.
კატა
- დიდი და მგრძნობიარე გული თქვენი მთავარი ღირსებაა, რომელიც სისუსტეების სათავეშიც არის. არაერთხელ დაზარალებულხართ ბოროტ ადამიანებთან ურთიერთობით. ამიტომ უფრო და უფრო იშვიათად ხდებით გულახდილი. არ დაკარგოთ ადამიანებისადმი რწმენა. ყველაფერი, რაც გჭირდებათ, არის კეთილი, მოსიყვარულე და ერთგული მეგობრის პოვნა. წარმატებები ძიებაში!
სპილო
- თქვენ ცხოვრებაზე კონსერვატული შეხედულებები გმართავთ. თუკი მუშაობა დაიწყეთ, პენსიაში გასვლამდე იმუშავებთ; თუკი დაქორწინდით, მაშინ საიმედო და ხანგრძლივი ქორწინება გაქვთ; თუკი მეგობრები გყავთ, ბავშვობიდან მოყოლებული სიკვდილამდე. ინოვაციებისადმი გახსნილი არ ხართ, თუმცა ამ სისუსტის გამო თქვენი ცხოვრების წესის გაკრიტიკება ნამდვილად არ შეიძლება. გახსოვდეთ, რომ სტაბილურობიდან ქაოსამდე ერთი ნაბიჯია.
მგელი
- არამდგრადობა - თქვენი მეორე სახელია. ადამიანებს საკმაოდ საინტერესო და სპონტანური პიროვნება ჰგონიხართ, თუმცა ცხოვრებაში უფრო მეტად პროზაული ხართ. თქვენ არ ხართ საკუთარ თავში თავდაჯერებული. გირჩევნიათ სადავეები თქვენს პარტნიორს გადასცეთ სამართავად, ვიდრე თვითონ მართოთ საკუთარი ცხოვრება, რამაც შეიძლება გული დაგწყვიტოთ.
დათვი
- როგორც კარგად აღზრდილ და ინტელიგენტ ადამიანს, გიჭირთ მკაცრ სამყაროში ცხოვრება, ძალის გამოყენება თქვენი ნამდვილად არ არის. ამიტომ დიპლომატიას ყოველთვის უპირატესობას ანიჭებთ, მაგრამ ეს გამუდმებით შეუძლებელია. ისწავლეთ "არას" თქმა მანამ, სანამ თქვენი სიკეთე თქვენ წინააღმდეგ არ გამოიყენეს.