ტესტი

ტესტი: რას ამბობს შენი ტუჩების ფორმა შენს პიროვნულ მხარეზე

ტესტი: რას ამბობს შენი ტუჩების ფორმა შენს პიროვნულ მხარეზე
ტუჩების ფორმის წყალობით, თქვენზე ბევრი რამის გარკვევა შეგიძლიათ.

თუ გაინტერესებთ რას ამბობს თქვენი ტუჩების ფორმა თქვენს შესახებ, დააკვირდით ზევით მოცემულ სურათს და აირჩიეთ ტუჩის ფორმა.
თუ თქვენ გაქვთ....

1. სქელი ტუჩები

ასეთი ტუჩები მიგვითითებს ადამიანებზე, რომლებსაც უყვართ მეგობრობა და კეთილშობილური ქცევა ახასიათებთ.
აქვთ გავლენა სხვებზე, ყოველთვის იმსახურებენ ხალხის ყურადღებას, გამოირჩევიან თავიანთი ვნებით და საზოგადოების ცხოვრებისადმი საკმაოდ მკაფიო ინტერესს გამოხატავენ.
ისინი შეუცვლელები არიან წვეულებებზე და პირველებს ეძახიან სამოგზაუროდ წასვლის დროსაც, მათივე პოპულარობის გამო.



2. როცა ზედა ტუჩი
უფრო სქელია, ვიდრე ქვედა

ადამიანები, რომლებსაც ზედა ტუჩი უფრო სქელი აქვთ, გულს გონებაზე წინ აყენებენ და დიდ დროს ხარჯავენ სხვებზე.
კეთილი და ემპათიური ადამიანები არიან, მაგრამ მათთვის ასევე მნიშვნელოვანია ყურადღების ცენტრში ყოფნა, რადგან უგულებელყოფის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ საკმაოდ მძაფრი რეაგირება მოახდინონ. ასეთ დროს შეიძლება ადამიანს ზიანი მიაყენონ თავისი ქმედებებით და სიტყვებით.




3.როცა ქვედა ტუჩი უფრო სქელია, ვიდრე ზედა

ჩვეულებრივ, შეურაცხყოფილი ბავშვის ტუჩებს წააგავს! როგორები არიან ისინი, ვისაც ასეთი ტუჩები აქვს?- ყოველთვის მოძრაობენ, არ ჩერდებიან, სათავგადასავლო სულისკვეთებით არიან სავსე, უყვართ მოგზაურობა, იოგა. ზოგადად, უყვართ ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება და გართობა.
მტკიცედ არიან დარწმუნებულნი, რომ ცხოვრებაში არსებული დრო მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ და სავარაუდოდ, თავს პესიმიზმსაც ნაკლებად უხრიან.
ისინი შემოქმედებითობით და მშვენიერი მეტყველების უნარით არიან დაჯილდოებული. მათ ხშირად ხალისიანი და ძალიან გამორჩეული ხასიათი აქვთ.




4. ტუჩები, რომლის ზედა და ქვედა ნაწილიც მსგავსია

ჩვეულებრივ, ასეთი ტუჩების მქონე ადამიანები წინა პლანზე აყენებენ ჰარმონიასა და წონასწორობას, რაც მათ ცხოვრებას უკავშირდება.
ისინი ასევე შესანიშნავი მეგობრები და კოლეგები არიან. ყოველთვის იჩენენ თავშეკავებას, რაც შეიძლება ადამიანების თვალში ცოტა თავხედურადაც ჩანდეს.
ისინი გრძნობასა და ემოციებზე მაღლა აყენებენ მიზეზს და ლოგიკას. ზოგჯერ შეიძლება ძალიან ჯიუტები იყვნენ, როცა საქმე გადაწყვეტილებებს ეხება.



5. თხელი ტუჩები

რაც შეეხება თხელი ტუჩების მქონე ადამიანს, ისინი იზიდავენ დაბრკოლებებს და პრობლემებს, რადგან ამისგან თვითკმაყოფილებას იღებენ. ეს ხომ ის არის, რაც მათ ყოველი ახალი „ტესტის“ დროს უნდა განიცადონ.
ისინი მარტოხელა მგლები არიან, რომლებსაც მოსწონთ მარტო მუშაობა. ვერ იტანენ ბრბოს, ან ისეთ ადგილებს, სადაც ბევრი მომუშავეა. თუმცა, როდესაც შემთხვევით გახსნიან გულის კარს ვინმესთვის, მაშინ წარმოუდგენელ მეგობრობას და ერთგულებას ავლენენ!



6. პატარა, მსხვილი ტუჩები

პატარა და სავსე ტუჩების მქონე ადამიანები თანდაყოლილი თანაგრძნობის განცდით და კარგი ბუნებით გვიზიდავენ.
ისინი სხვებს ბევრ რამეს უნაწილებენ და უთმობენ. ზოგჯერ იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც არ აკმაყოფილებს მათივე ინტერესებს, ასევე, ყოველთვის ცდილობენ დაეხმარონ თავის ახლობლებს.
მათ ხშირად იხილავთ სხვადასხვა ასოციაციის სათავეში, ან საქველმოქმედო ღონისძიებებზე.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93