„ვამპირების განკურნება შეუძლებელია. თუ ასეთი ადამიანი შენს გვერდითაა, შეძლებისდაგვარად განდევნე შენი ცხოვრებიდან“.
ტოქსიკური ადამიანები ხოჭოებს ჰგვანან: ისინი მილიონობით არიან და სხვადასხვანაირები. არიან ჭორიკნები, ტრაბახები, ემოციური ვამპირები, რომლებიც მგრძნობიარეები არიან.
არიან ლატენტური ნარცისები და „ტოქსიკური პოზიტივის“ მიმდევრებიც. როგორც ამ მცირე ჩამონათვალიდან ჩანს, ამ ტიპის ადამიანების ამოცნობა უფრო ადვილია, ვიდრე სხვების.
მაგრამ ისინი ნამდვილად აყენებენ ზიანს სხვა ადამიანებს.
კვლევებმა აჩვენა, რომ სიბრაზე, ცინიზმი და ნეგატივი მოქმედებს როგორც თქვენს ფსიქიკურ, ასევე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.
ტოქსიკურ ადამიანებთან გატარებულმა დრომ შეიძლება თქვენი სიცოცხლის ხანგრძლივობაც შეამციროს.
როგორ უნდა გავიგოთ ვინ არის ტოქსიკური და ვინ არა? ან ზუსტად როგორ განვსაზღვროთ რომელი მეგობრები და კოლეგები არიან ჩვენი დროისა და ყურადღების ღირსი და რომლის მოშორებაა გააზრებულად აუცილებელი?
ერთ-ერთი მხატვარი და მწერალი- ოსტინ ლეონი აქვეყნებს პოსტს, რომელზე დაყრდნობითაც გთავაზობთ საოცრად მარტივ ტესტს.
ლეონმა როგორც მხატვარმა, განმარტა „ვამპირიზმის ტესტი“, რომელიც მან ვიზუალური ხელოვნების ჭრილში აღწერა. „Steal Like Artist“-ის აუდიო ვერსიაში ლეონი აღნიშნავს, რომ პაბლო პიკასო არა მხოლოდ გენიოსი იყო, არამედ ტიპური ემოციური ვამპირიც გახლდათ.
პიკასოს ბიოგრაფის ჯონ რიჩარდსონის ნათქვამის მიხედვით, დიდ მხატვარს ჰქონდა ჩვევა: „მეგობრებისგან იდეები და უფრო მეტად კი მათი ენერგია მიეღო".
ასე რომ, პიკასოს კომპანიაში გატარებული სასიამოვნო დღის შემდეგ, თითოეული მათგანი განიცდიდა ნერვულ დაღლილობას და აღელვებულები იყვნენ.
პიკასო ენერგიას იზიდავდა გარშემომყოფთაგან, რის შემდეგაც იგი თავის სტუდიაში მიდიოდა და ქმნიდა.
ასე დაიბადნენ მისი ძირითადი შედევრები, რომლებიც მხატვრის ბევრ მეგობარს და კოლეგას ემოციურ გამოფიტულობად დაუჯდა.
შესაბამისად, უნდა დააკვირდეთ, ვინ ცდილობს თქვენგან მიიღოს ენერგია და ამავდროულად იდეები. დააკვირდით, როგორ გრძნობთ თავს მათთან საუბრის შემდეგ და ამოცნობაც არ გაგიჭირდებათ.
წყარო: Cluber