სანამ სტატიის კითხვას დაიწყებთ, კარგად დააკვირდით სურათს, რომელ ცხოველს ხედავთ? ჩვენი ინსტინქტები პირდაპირაა დაკავშირებული ჩვენს პიროვნებასთან. ასე რომ, ცხოველი, რომელსაც პირველად შეამჩნევთ, ბევრ რამეს ამბობს თქვენზე:
1. ჟირაფი
თუ პირველი ცხოველი, რომელიც თქვენ დაინახეთ, იყო ჟირაფი, მაშინ თქვენ მიწაზე მყარად დგახართ, თავმდაბალი და მშვიდი ადამიანი ხართ, მაგრამ მაინც გამოირჩევით განსაკუთრებული აზროვნებითა და შემოქმედებითი უნარით.
თქვენ საკუთარ თავს უსახავთ მიზნებს და იცით, რომ შეგიძლიათ მიაღწიოთ დიდ სიმაღლეებს, გააკეთოთ დიდი საქმეები და გახდეთ ყველაზე წარმატებული თქვენს სფეროში. ეცადეთ, თავი აარიდოთ კონფლიქტებსა და გაუგებრობებს და არასდროს დაივიწყოთ, რომ ის, რაც სხვებისგან გამოგარჩევთ, თქვენი ღირსებაა.
2. ლომი
თუ სურათზე პირველად ლომი დაინახეთ, თქვენს შინაგან სამყაროს თამამად შეიძლება ეწოდოს "ველური სამყაროს მეფე". თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც აქვს მამაცი გული, რომელსაც შეუძლია გაბედულად შეხვდეს წინააღმდეგობებს, რომელიც არასოდეს გაექცევა ცხოვრებისეულ გამოწვევას.
თქვენი სიძლიერის წყარო არა მხოლოდ ფიზიკური ან მატერიალური მდგომარეობაა, არამედ ღრმა რწმენა იმისა, რომ ყოველთვის შეგიძლიათ დაეყრდნოთ საკუთარ თავს. შეიძლება ადამიანებს მკაცრ და პირქუშ პიროვნებად წარმოუდგენიხართ, მაგრამ ვინც გიცნობთ, იცის, რომ სინამდვილეში ძალიან თბილი და მოსიყვარულე გული გაქვთ, გიყვართ სხვებზე ზრუნვა. მოკლედ, თქვენს გულში ველური, ძლიერი, თუმცა კეთილშობილი ლომი ცხოვრობს.
3. აქლემი
თუ სურათზე აქლემი დაინახეთ, მაშინ თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც, რაც უნდა მოხდეს, არასდროს ნებდება. თქვენ ნებისმიერი სიტუაციიდან გამოძრომა შეგიძლიათ, ამას კი დიდი სიმშვიდით, მონდომებითა და გაბედულებით აღწევთ.
თქვენ შეგიძლიათ თავი დააღწიოთ ცხოვრების ყველა უბედურებას სახეზე ღიმილით, რადგან თქვენში არის რწმენა, რომ თქვენ უფრო ძლიერი ხართ, ვიდრე ნებისმიერი უბედურება. თქვენ ყველა ქარიშხლიდან გამარჯვებული გამოდიხართ.