დღემდე, ბევრი ადამიანი დარწმუნებულია, რომ ქალი, რომელმაც ძალადობა გამოიარა, თავადაა დამნაშავე: სათანადოდ არ ჩაიცვა, ვულგარული მაკიაჟი გაიკეთა, ისე არ შეხედა და უპასუხა, როგორც საჭირო იყო და ა.შ.
სინამდვილეში, მანიაკები თავიანთ მსხვერპლს ირჩევენ განსაზღვრული მიზეზებით, რომელიც მხოლოდ მათ იციან. არც ერთი ადამიანი დედამიწაზე არ არის დაზღვეული მათი თავდასხმისგან.
მანიაკის წინასწარ ამოცნობა ასევე შეუძლებელია. გაიხსენეთ ტედ ბანდი - მომხიბვლელი, მოწესრიგებული, ქარიზმატული და კომუნიკაბელური მკვლელი. შეუძლებელია ვინმე დაეჭვდეს ოჯახის კაცის და პედაგოგის მანიაკალურ მიდრეკილებებში. სწორედ ამიტომ, ყოველთვის გმართებთ სიფრთხილის გამოჩენა.
ყველაზე ხშირად, ქალებს ურჩევენ, არ იარონ მარტო უკაცრიელ ქუჩებში, არ შევიდნენ ლიფტში უცნობ მამაკაცებთან ერთად და არ გაყვნენ უცნობს არსად. მიუხედავად ამისა, ცხოვრებაში ასეთი რეკომენდაციების გათვალისწინება ძალიან რთულია. ყოველთვის ვერ დაბრუნდები სახლში დროულად, ზოგჯერ მარშრუტის შემოკლებაა საჭირო. დაზუსტებით ვერ გეცოდინება, სად უფრო უსაფრთხოა სიარული - უკაცრიელ გზაზე თუ ხალხმრავალი გზის გასწვრივ.
საფეხურები:
რას გვირჩევენ ექსპერტები
- თუ გრძნობთ უცნობის დაჟინებულ მზერას და თავს დაძაბულად იგრძნობთ, შეხედეთ პირდაპირ მას, მშვიდად და თავდაჯერებული მზერით. დიდი ალბათობა არსებობს, რომ ეს მანიაკს შეაჩერებს. სამართალდამცავები თავიანთ მემუარებში ხშირად წერენ ისეთ შემთხვევებზე, როდესაც მსხვერპლმა შეაჩერა მანიაკი. მათ შეცვალეს გეგმა და ნადირობა გადაიფიქრეს.
- არ შეხვიდეთ დიალოგში და ნუ ეცდებით მასთან საუბარს. იარეთ რაც შეიძლება სწრაფად.
- თუ გაქცევა ვერ მოახერხეთ და დაგიჭირათ, არ დაიწყოთ ტირილი და არ სთხოვოთ დაგინდოთ. გააკეთეთ რაიმე მოულოდნელი - დაიწყეთ სიმღერა, ან სიცილი. აქ დაგჭირდებათ მთელი თქვენი ძალის და ნებისყოფის ერთ მუშტად შეკვრა.
- შეეცადეთ გამოიწვიოთ ფიზიკური ზიზღი მისი მხრიდან. მორცხვობის დრო არ არის, მოშარდვამ ან ღებინებამ შეიძლება სიცოცხლე გადაგირჩინოთ. არსებობს ცნობილი ისტორია იმაზე, თუ როგორ გადაურჩა ქალი გაუპატიურებას დიარეის შეტევის გამო.
- თუ სახლში ჩვეულებრივ გვიან ბრუნდებით და თქვენი გზა მიყრუებულ ადგილებში გადის, თან იქონიეთ წიწაკის სფრეი, ან ელექტრო შოკერი. ისწავლეთ მათი გამოყენება და ნუ შეინახავთ ჩანთაში. ატარეთ ჯიბით.
- თუ სადარბაზოში საეჭვო პირი შემოგყვათ, არ შეხვიდეთ ლიფტში. ადით კიბით. თუ აგედევნათ, ან დაგემუქრათ, იყვირეთ: „ხანძარია!“ სიტყვები: „მკლავენ“, „მიშველეთ!“ „მაუპატიურებენ“ - შეიძლება მეზობლებმა დააიგნორონ, საკუთარი სიცოცხლის შიშით.
გაიარე ტესტი და გაიგე, შეძლებდი თუ არა მანიაკისგან გაქცევას