ყველაზე ეჭვიანი ქმრები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ყველაზე ეჭვიანი ქმრები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ამბობენ, რომ ეჭვიანობა სხვა არაფერია, თუ არა ადამიანში ღრმად მიმალული არასრულფასოვნების შეგრძნება. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ თუ ვინმე მართლა გიყვარს, რაღაც დოზით მისი დაკარგვაც გაშინებს და ეჭვიანობ კიდეც.
მოკლედ, დღეს ეჭვიანობისკენ ყველაზე მეტად მიდრეკილი სამი მამრის შესახებ გესაუბრებით... საინტერესოა, ვის კანდიდატურას ელით ჩამონათვალში, სანამ გულისფანცქალით ჩაიკითხავთ სტატიას ბოლომდე? მაშ ასე, დავიწყოთ:

ლომი – მისი ეჭვიანობა სიამაყის მაღალ კოეფიციენტს და გამოკვეთილ თავმოყვარეობას ეფუძნება. ლომს გულის სიღრმეში ღალატზე ფიქრიც კი ზარავს. იგი ამ ფაქტს უბრალოდ წარმოსახვაშიც არ დაუშვებს, თუმცა სწორედ ეს შიში აიძულებს მას, საყვარელ ადამიანს ზუსტი ანგარიში მოსთხოვოს, რატომ დაიკარგა მთელი საათით, როცა თქვა, რომ სულ რაღაც 45 წუთი გრძელდებოდა საქმიანი შეხვედრა. ვითომ არაფერი, მაგრამ აი, ის 15 წუთი ხიწვივით რომ ესობა გულზე და რა ქნას ჯუნგლების მბრძანებელმა? დიახ, ლომი საოცრად ეჭვიანია, თუმცა თავად ამ გრძნობის აშკარად გამოხატვას ყოველთვის გაურბის და ერიდება. მით უმეტეს, სახალხოდ. ღრიალი, იცოცხლე, ნებისმიერს უყვარს და გამოსდის, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ვისაც ჰქვია, მაგრამ იმიჯი და რეპუტაცია -
ეს ის თემაა, რომელსაც არც ერთი თავმოყვარე ლომი არ გადაახტება თავზე, თუნდაც ყველაზე მძაფრი ეჭვიანობის გამო.

მორიელი – მას შეუძლია საყვარელ ადამიანს იმაზე დიდი ხნით ადრე დაუწყოს დევნა და თვალთვალი, სანამ ეს უკანასკნელი მორიელი მამრის არსებობას აღმოაჩენს ჰორიზონტზე. მორიელი ყოველთვის თავად ირჩევს მსხვერპლს. დიახ, დიახ, არ მოგესმათ – მსხვერპლს! ქალი მორიელის ხელში ყოველთვის მსხვერპლია, რომელსაც აქვს ორი გზა - ან დამორჩილდეს მას ნებაყოფლობით, ან ეჭვიანობის მძაფრ ცეცხლში დაწვა მიესაჯოს. მორიელი ყველასა და ყველაფერზე ეჭვიანობისკენაა მიდრეკილი. იგი არა მხოლოდ საყვარელი ქალის ფარულ თაყვანისმცემლებზე (აშკარას ვინ გაბედავს, თუ ორი თავი არ აქვს) ეჭვიანობს, არამედ ამ უკანასკნელის პროფესიული საქმიანობა, დაქალები და ოჯახის წევრებიც კი აღიზიანებს ხან. იმიტომ, რომ ისინი საყვარელ არსებასთან გასატარებელ წუთებს ისაკუთრებენ და ართმევენ მას. სრულად წაიკითხეთ astrologi.ambebi.ge -ზე.
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
რა არ უნდა გააკეთოთ პარასკევს, 13-ში...
11:42 / 13-10-2017
დღეს პარასკევია, 13 რიცხვი. ბევრს ეშინია ასეთი კომბინაციის. ძველად ეგონათ, რომ ამ დღეს ბნელი ძალები იღვიძებდნენ, ძლიერდებოდნენ, შავი მაგები თავიანთ რიტუალებს აწყობდნენ. 13 ავი თვალის, წყევლის "პროფესიულ" დღედ ითვლებოდა.
ოქტომბერში დაბადებული ადამიანების ხუთი საუკეთესო თვისება
11:19 / 12-10-2017
ოქტომბრის თვე ორ ზოდიაქოს ნიშანს, სასწორსა და მორიელს აერთიანებს. ამიტომ იმის მიხედვით, თუ ოქტომბრის რომელ დეკადაში დაიბადა ესა თუ ის ადამიანი, განისაზღვრება მისი სახასიათო თავისებურებები.
11 ოქტომბერი, მთვარის ოცდამეორე დღე
11:13 / 11-10-2017
ოთხშაბათი, მთვარე გადის კირჩხიბის ზოდიაქოს. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა.
10 ოქტომბრიდან წარმატების პერიოდი იწყება: იღბლისა და სიმდიდრის პლანეტა იუპიტერი მორიელის ნიშანში გადადის!
11:21 / 10-10-2017
მორიელის ნიშანი მოწყალეა ძლიერი ნებისყოფის ადამიანების მიმართ, რომლებიც არასოდეს ნებდებიან.
მაგნიტური დღეები ოქტომბერში
13:52 / 07-10-2017
მეტეოდამოკიდებული ადამიანები განსაკუთრებულად განიცდიან მაგნიტურ დღეებს. იცოდეთ, როდის დგება ასეთი დღეები, რათა გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას.
რომელი ასტრალური ალქაჯი ხართ ჰოროსკოპის ნიშნის მიხედვით?
17:35 / 25-09-2017
ყველა ქალი ალქაჯია, მაგრამ ყველამ არ იცის, რომ ალქაჯებსაც აქვთ კლასიფიკაცია. აი, ნახეთ, როგორი ალქაჯი ხართ თქვენ?
დღეს, 20 სექტემბერს ანგელოზის ახალმთვარეობაა - რა უნდა გავაკეთოთ იღბლის მოსაზიდად?
15:29 / 20-09-2017
დღევანდელი ახალმთვარეობის ენერგია საოცრად მძლავრია. და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, შეძლებთ თუ არა, გამოიყენოთ ეს ენერგია კარგისთვის - მოიზიდოთ იღბალი ან გაუშვათ შანსი ხელიდან.
რა მიზეზით არ უმართლებს სიყვარულში ყველაზე ხშირად ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნის წარმომადგენელს
11:32 / 06-09-2017
ცხოვრებისეული წარუმატებლობები სხვადასხვაგვარია, მათი გამომწვევი მიზეზებიც განსხვავდება ერთმანეთისგან. თუმცა, სიყვარულში იმედგაცრუების ძირითადი მიზეზი ხშირად ასტროლოგიურიც შეიძლება იყოს.
მოკლედ იმის შესახებ, როგორი იქნება სექტემბერი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
11:21 / 05-09-2017
რთული, ცხელი და ვნებათაღელვებით აღსავსე აგვისტო თავის ხანძრებითურთ, როგორც იქნა, მოვიტოვეთ უკან. წინ შემოდგომა და ოქროსფერი სექტემბერია, რომელიც ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს ერთობ პერსპექტიული პროგნოზებით ანებივრებს ამჯერად.
დღეს - მზის დაბნელების შემდეგ პირველი დღეა! აი, როგორ იმოქმედა მან თითოეულ ჩვენგანზე
15:12 / 22-08-2017
საოცარი მოვლენები კოსმოსში, ისეთი, როგორც გუშინდელი მზის დაბნელება, მუდამ იპყრობს კაცობრიობის ყურადღებას. გუშინ, 21 აგვისტოს, მოხდა ერთ-ერთი ასეთი იშვიათი მოვლენა, მაგრამ მისი ზეგავლენა მხოლოდ ახლა იწყება!
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31