თავქარიანი ხართ თუ მეამბოხე? გარშემო მყოფები გიჟს გეძახიან თუ გადარეულს? მოდი, გავარკვიოთ თქვენი სიგიჟის დონე ზოდიაქოს მიხედვით.
ვერძი - სიგიჟის კოეფიციენტი - 30%
ექსტრემალია. დაისახავს მიზანს და ჯიუტად მიიწევს მისკენ. მის მამაცობას ვერავინ შეედრება. მუდამ გიჟური იდეებითაა აღსავსე.
კურო - სიგიჟის კოეფიციენტი - 40%
მათი სიჯიუტე ნებისმიერს გააგიჟებს. მუდამ დაამტკიცებენ საკუთარ სიმართლეს. კეთილი გული აქვთ და რკინის ნებისყოფა.
ტყუპი - სიგიჟის კოეფიციენტი - 100%
გადარეულია! თავქარიანი! მის გვერდით არ მოიწყენთ. მუდამ მზადაა თავგადასავლისთვის.
კირჩხიბი - სიგიჟის კოეფიციენტი - 90%
განწყობის ცვლილებას განიცდის. ჯერ სახლიდან ვერ გამოიყვან, თუ ღამის კლუბში გადაწყვიტა წასვლა ბოლომდე გაერთობა. არავინ იცის რა სიგიჟე მოუვა თავში.
ლომი - სიგიჟის კოეფიციენტი - 80%
მხიარულების ცენტრში უნდა იყოსარც მუხრუჭი აქვს და არც გიჟური იდეების განხორციელებაზე ამბობს უარს.
ქალწული - სიგიჟის კოეფიციენტი - 70%
ცდილობს, მუდამ იდეალურად გამოიყურებოდეს გარშემო მყოფების თვალში. კონტროლი და მბრძანებლობა - აი, მისი სიგიჟე.
სასწორი - სიგიჟის კოეფიციენტი - 30%
მუდამ მშვიდი და გაწონასწორებულია. უკიდურესობა ახასიათებს მხოლოდ სიყვარულში. ყველაფერს მოიმოქმედებს, ოღონდ სიმპათიის ობიექტი ხელში ჩაიგდოს.
მორიელი - სიგიჟის კოეფიციენტი - 40%
ყველაზე მგრძობიარე ნიშანია. რომანტიკული სიგიჟეები ახასიათებს და თავბრუდამხვევ ვნებას ჰპირდება პარტნიორს.
მშვილდოსანი - სიგიჟის კოეფიციენტი - 50%
მთავარია, თავისუფლება არ შეუზღუდოთ და მუდამ მისცეთ გიჟური იდეების განხორციელების საშუალება.
თხის რქა - სიგიჟის კოეფიციენტი - 60%
შრომისმოყვარეა. სურს, ყველაფერს აკონტროლებდეს. არასოდეს გაუშვებს შანს ხელიდან გამოავლინოს საკუთარი ნიჭი და პროფესიონალიზმი.
მერწყული - სიგიჟის კოეფიციენტი - 20%
შეშლილი პროფესორივითაა, რომელიც მუდამ ილუზიებში დაფრინავს. მისი მოტყუება ადვილია. ხშირად ხდება თაღლითების მსხვერპლი.
თევზები - სიგიჟის კოეფიციენტი - 10%
მშვიდი და მშვიდობისმოყვარეა. მსხვერპლს გაიღებს სხვების კეთილდღეობისთვის. ბრძენია, გააზრებული და სხვებისთვის გადაკლული.