ზოდიაქოს ნიშნები სხვადასხვა ფსიქოტიპად არიან დაყოფილნი. ამიტომ თითოეულ მათგანს საკუთარი, ინდივიდუალური დამოკიდებულება გააჩნია წლების მატებასთან და სიბერესთან ზოგადად.
ყველაზე მეტად ახალგაზრდული სულით, ოპტიმიზმითა და შემართებით ცეცხლის ნიშნები გამოირჩევიან. ვერძები, ლომები და მშვილდოსნები არასოდეს ეპუებიან წლების მატებას. ყოველთვის ცდილობენ დინამიკურად, სავსე ცხოვრების რიტმით იცხოვრონ და სხვებიც წააქეზონ ამისკენ. თუმცაღა მათთვის დამახასიათებელი მოუსვენრობა და რისკის სიყვარული ხშირად ხდება ამ ხალხის ცხოვრებაში სხვადასხვა სახის ტრავმისა და მოტეხილობის მიზეზი. ამიტომ ცეცხლის ნიშნები ძირითადად მხოლოდ ამ შემთხვევის გამო ეჯაჭვებიან სახლს, წამლებს და ლოგინს (ანუ ბებრული ცხოვრების რიტმს).
აი, რაც შეეხებათ ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებს – ტყუპს, სასწორებსა და მერწყულებს, მათშიც საკმარისზე მეტადაა ახალგაზრდული შემართება და აზარტი. თუმცა, ყველაზე ინფანტილური ჰაერებს შორის მაინც ტყუპია. ამიტომ ეს ხალხი ხანდაზმულ ასაკამდე ინარჩუნებს "დიდი ბავშვის" ხასიათს და მანერებს. ის კი არა, "მარადმწვანე სტუდენტების" სიაშიც ყველაზე ხშირად ტყუპი გვხვდება.
რაც შეეხებათ მერწყულებს, მათთან ღამის მმართველად მაინც მკაცრი სატურნი ითვლება. ამიტომ მერწყულებს შორის უფრო გვხვდება ხალხი, ვინც სიბერის მძიმე უღელს ემორჩილება. თუმცა ტიპური მერწყულები, როგორც წესი, ასაკის მატებასთან ერთად უფრო და უფრო "ცელქდებიან". აქედან გამომდინარე, ბავშვობაში არაბავშვურად სერიოზული მერწყული, ოთხმოცი წლის ასაკში დახეული ჯინსებით და კეტასებით რომ ნახოთ, რომელიმე ეგზოტიკურ ქვეყანაში სამოგზაუროდ მიმავალი, არ უნდა გაგიკვირდეთ. სრულად წაიკითხეთ astrologi.ambebi.ge-ზე.