ყველაზე არატრადიციული ზოდიაქოს ნიშანი - მერწყული. მას მარტივად გამოარჩევთ სხვებისგან. გონებაგახსნილი და რევოლუციონერია. საუკეთესო პარტნიორია, რომელიც ოდესმე შეგხვედრიათ, - ერთგული, მზრუნველი და ჭკვიანი.
უნდა გამოიძიოს ყველა და ყველაფერი, პლანეტის კუთხე-კუნჭული. მის გვერდით სასაუბრო თემა არ გამოგელევათ. მან ყველასთან, ყველა თემაზე შეუძლია ლაპარაკი.
უკონფლიქტოა. არ დახარჯავს დროს წვრილმანებზე და არც იკამათებს მათ გამო. მუდამ იმას იტყვის, რასაც ფიქრობს, მაგრამ არ გაამწვავებს სიტუაციას.
მუდამ იბრძვის დამოუკიდებლობისთვის. არ შეუძლია თავი შეაკლას ვინმეს. მას მუდამ ელოდებიან, ის არასდროს არავის.
პრაქტიკული და რაციონალურია. თამამად ანდეთ ფული, საქმე, საკუთარ თავი. ბალანსს დაიცავს ყველაფრში.
არასდროს მიგატოვებთ რთულ სიტუაციაში, უფრო მეტიც, ისე გაგამხიარულებთ, სიტყვით, ქცევით, რომ დაგავიწყებთ შფოთის მიზეზს.