საოცარი მოვლენები კოსმოსში, ისეთი, როგორც გუშინდელი მზის დაბნელება, მუდამ იპყრობს კაცობრიობის ყურადღებას. გუშინ, 21 აგვისტოს, მოხდა ერთ-ერთი ასეთი იშვიათი მოვლენა, მაგრამ მისი ზეგავლენა მხოლოდ ახლა იწყება!
მზის დაბნელება ცხოვრების ახალ ციკლს ხსნის
ის წინა პლანზე სწევს საქმეებს, რომლებიც დაუყოვნებლივ ყურადღებას ითხოვს, რაღაც ახლის საწყისია. ჰორიზონტზე რაიმე ახალი პერსპექტივა შეიძლება გაიხსნას, მნიშვნელოვანი კი უწინდებურ მნიშვნელობას დაკარგავს. მზის დაბნელება მოვლენებს იმპულსს აძლევს, რომელიც ჩვენს პირად საქმეებზე აისახება რამდენიმე წლის განმავლობაში. სინათლის შთანთქმა ამ პერიოდს გაურკვეველს ხდის, ყველაფერს ნათელი მოგვიანებით აეხდება.
ნუ მიიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებებს და ნუ აიღებთ საბოლოო ვალდებულებებს.
უმჯობესია, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მზის დაბნელებიდან 1 კვირის შემდეგ მიიღოთ. ამ დროს არ ფლობთ სრულ ინფორმაციას, აჩქარებისთვის კი საფასურის გადახდა მოგიწევთ მოგვიანებით. უძველესი დროიდან, მზის დაბნელება ადამიანზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებდა და ფატალურ და მისტიკურ პროცესებთან ასოცირდებოდა. მიუხედავად ამისა, არ ღირს, მისი ზეგავლენა ძველ ცრურწმენად მივიჩნიოთ.
ინდივიდუალურ ასტროლოგიაში ეს მოვლენა დღემდე მიიჩნევა უარყოფით ფაქტორად, რომელიც ზეგავლენას იქონიებს ადამიანის ბედზე.
მაგრამ ამ ზეგავლენის დონე დიდწილად კორექტირდება ყოველი ინდივიდუალური ჰოროსკოპით: ყველაზე ნეგატიურად ის აისახება ადამიანებზე, რომელთა ჰოროსკოპი ყველაზე მნიშვნელოვან წერტილებში ხვდება: ადგილებში, სადაც მდებარეობს მთვარე, მზე ან ასცენდენტი დაბადებისას.
ამ შემთხვევაში ხდება დაბნელების წერტილის შეერთება ჰოროსკოპის ერთ-ერთ მთავარ ელემენტზე, რაც რეალობაში შეიძლება არცთუ ისე კარგად აისახოს ჯანმრთელობასა და სხვა სასიცოცხლო სფეროებზე.
დეპრესიული მდგომარეობა შეიძლება შეინიშნოს ადამიანებში, რომლებსაც ფსიქიკის აშლილობა აქვთ. მსგავსმა კატეგორიამ მზის დაბნელების დროს წინასწარ უნდა მიიღოს ექიმის მიერ გამოწერილი დამამშვიდებელი პრეპარატები და ანტიდეპრესანტები.
მთლიანობაში, მზის დაბნელება სოციალურ სფეროზე უფრო ზემოქმედებს, იწვევს უსიამოვნო სიტუაციებს.
მზის დაბნელება უფრო მამაკაცის ჯანმრთელობაზე იქონიებს ზეგავლენას, მთვარის დაბნელება კი - ქალის ჯანმრთელობაზე
ამიტომ ამ დროს მნიშვნელოვანია, მივაქციოთ ჯანმრთელობას ყურადღება და სიფრთხილე გამოვიჩინოთ ყველა საქმეში: კარგად ავწონ-დავწონოთ ქმედებები და გადაწყვეტილებები.
თუმცა, სისულელეა, მივიჩნიოთ დაბნელება ნეგატიურად თავისი ბუნებით. საქმე იმაშია, რომ ეს მოვლენა დამოუკიდებლად არ ქმნის ცუდ გარემოებებს.
საქმის საბედისწერო მოვლენები, სინამდვილეში, ქვეცნობიერში მწიფდება, დაბნელება კი მათ მატერიალიზაციას ახდენს. ამიტომ, თუ ოპტიმისტი ხართ და გულმოდგინედ მუშაობთ აზროვნების ფორმაზე, ეს ბუნებრივი მოვლენა ვერაფერს დაგაკლებთ. მთავარია, გესმოდეთ, რომ ეს დროებითია და სულიერი და ფიზიკური ჰარმონია კვლავ აღდგება.
თუ ამ პერიოდში თავი ძველმა დაავადებებმა იჩინა, პირიქით, დადებითად შეხედეთ ამას და გაემართეთ სამედიცინო კვლევაზე. ექიმები დაადგენენ მიზეზებს და სწორ და ეფექტურ მკურნალობას დაგინიშნავენ.