დღევანდელი ახალმთვარეობის ენერგია საოცრად მძლავრია. და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, შეძლებთ თუ არა, გამოიყენოთ ეს ენერგია კარგისთვის - მოიზიდოთ იღბალი ან გაუშვათ შანსი ხელიდან.
შეეცადეთ, თავიდან აიცილოთ ადამიანების უარყოფითი ენერგია და არც თავად გამოუშვათ ის.
ყველა უარყოფითი ემოცია კარგი საქმის კეთებისკენ მიმართეთ.
ხელი მოჰკიდეთ ნებისმიერი სირთულის სამუშაოს და საზღაური ამისთვის სასიამოვნოდ გაგაოცებთ. ასევე, დღეს მოაგვარეთ ყველა კონფლიქტი, თუნდაც ძველი. იპოვეთ საკუთარ თავში ძალა, კარგი უსურვოთ იმ ადამიანსაც კი, ვინც ძალიან გაწყენინათ.
მარტოხელებს შესაძლოა, სწორედ დღეს გაუმართლოთ და იპოვონ თავიანთი ბედნიერება, ხოლო ოჯახურმა წყვილებმა უნდა დაისახონ სამომავლო გეგმები.
დღეს, ისე, როგორც არასდროს, ფიქრები მატერიალური იქნება - ამიტომაც დაგეგმეთ და იოცნებეთ მხოლოდ პოზიტიურზე!
აი, რა რიტუალი უნდა ჩაატაროთ ამ დღეს იღბლის მოსაზიდად:
აიღეთ ძველი "ჩუსტები", ძველი თეთრეული და ტანსაცმელი, რომელსაც აღარ იცვამთ და წაიღეთ გადასაყრელად სიტყვებით: "ძველი მიდის, ახალი მოდის".
თავად გაოცდებით, რა სწრაფად გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში ახალი ნივთები, ახალი, კეთილი ადამიანები და ახალი შესაძლებლობები.