და აი, დადგა ბოლო და ყველაზე ამაღელვებელი კვირა, რომლითაც 2017 წელს გავაცილებთ და კარს გავუხსნით 2018-ს.
ალბათ, ყველას აქვს დიდი მოლოდინები და ეს მოლოდინი მიწურული წლის ბოლო კვირას განსაკუთრებით აქტუალური ხდება. ასეთ დროს ყველაზე სკეპტიკური ადამიანებიც კი იჯერებენ ხოლმე სასწაულებს და ასე თუ ისე წინასაახალწლო ჯადოქრობის მოლოდინში არიან. თუმცა, წინასაახალწლო კვირა, ამაღელვებელ მოლოდინთან ერთად, ცხოვრების გიჟური ტემპითაც გამოირჩევა, რაც თავისთავად აისახება ადამიანების განწყობაზე. ალბათ, არც ერთ სხვა დროს არ შეხვდებით ქუჩაში, ტრანსპორტში თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ამდენ აგრესიულ, გაღიზიანებულ ადამიანს. ეს ტენდენცია კი წელს მერკურის რეტროგრადულობამ გაამძაფრა. მოგეხსენებათ, მერკურის უკანმავლობის პერიოდში ადამიანებს ძალიან უჭირთ ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვა. რთულდება კომუნიკაცია, ირღვევა შეთანხმებები, გარღვევაა დედლაინებსა და ბიუჯეტში.
თუმცა ამქვეყნად, როგორც ყველაფერ ცუდს, მერკურის რეტროფაზასაც აქვს დასასრული და წინასაახალწლო კვირას უკვე გაადვილდება ადამიანებში კომუნიკაცია. ურთიერთგაგება და საღი აზრი მოიმატებს ასევე წყვილებს შორის სასიყვარულო-პარტნიორულ კავშირებში, იმიტომ, რომ პლანეტა ვენერა რაციონალურ და მშვიდ თხის რქის ნიშანში გადაინაცვლებს ავანტიურისტი მშვილდოსნიდან. გაგრძელება